
ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს ცნობას, რომ მექსიკაში, ადგილობრივი ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ სამი ადამიანი , რომლებიც თანამოქალაქეებთან ერთად საკუთარი გუნდის წარმატებას აღნიშნავდნენ უჰაერობისგან დაიღუპა. მათ შორის ერთი 19 წლის გოგონა, ერთი 48 წლის ქალი და ერთიც 44 წლის მამაკაცი. ეს იყო, მექსიკის დედაქალაქის ჯანდაცვის მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებული პირველადი განცხადება, რომელსაც მოგვიანებით კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანის, 30 წლის მამაკაცის შესახებ ცნობაც დაემატა. ამრიგად, მეხიკოში, მას შემდეგ რაც მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში, ეკვადორის ნაკრები 2-0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, საერთო სახალხო ზეიმს ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შემთხვევა „დამოუკიდებლობის მონუმენტთან" მოხვდა, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარი გუნდის წარმატებას და ფლეი-ოფის ეტაპზე პირველ გამარჯვებას აღნიშნავდა 1986 წლის შემდეგ.
მექსიკის ნაკრები მომდევნო, 1/8 ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, კონგო 2-1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე არიან: ნორვეგია, რომელმაც კოტ-დ'ივუარი 1-2 დაამარცხა; საფრანგეთი, რომელმაც ძალიან მარტივად მოახერხა შვედეთის დამარცხება 3-0; დრამატული და დატრიალებული შეხვედრის შემდეგ ბელგიის ნაკრები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წყვილში ფავორიტად ითვლებოდა, სენეგალს დამატებით ტაიმებში მოუგო 3-2 და მასპინძელი აშშ-ს ნაკრები, რომელმაც ერთ პატარა, მაგრამ ამაყ ევროპულ ქვეყანას საშინაო კედლებში 2-0 მოუგო.
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16 ფინალების მორიგი დღეა.
ფოტო: © BBC via Getty Images





ჩვენ








