ისტორია დაწერილია - მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის მომდევნო ეტაპზეა

30.06.2026
ავტორი: TSFF.Ge
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ისტორიის წერას აგრძელებს. რამდენიმე წუთის წინ მარიამმა უიმბლდონის ტურნირზე მორიგი და ალბათ, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში ვიდრე, მორიგ გამარჯვებას იზეიმებს.
მას შემდეგ რაც, ბოლქვაძემ, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, გაიმარჯვა უიმბლდონის ძირითადი ბადის პირველ წრეშიც. ამჯერად, ქართველმა სამ სეტში, 2-6, 6-2, 4-6 მსოფლიო რეიტინგის 94-ე ნომერი ავსტრალიელი 33 წლის აილა ტომლიანოვიჩი დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე, მარიამის მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრუგერისა (#102) და ხორვატი დონა ვეკიჩის (#34) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ამრიგად, საქართველოსთვის გრანდ სლემის ტურნირი გრძელდება!





ჩვენ








