
გიოტებორგში მიმდინარე 16 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ღია პირველობაზე, საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ორი საასპარეზო დღის მანძილზე, B ჯგუფის ოთხი შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, ოთხივეში დამარცხდა.
სერბეთი - საქართველო 24-7
საქართველო - ესპანეთი 15-25
საქართველო - ნიდერლანდები 11-15
ფარერის კუნძულები - საქართველო 21-20
ევროპის ღია პირველობაზე საერთო ჯამში 16-წლამდე გოგონათა 20 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 5-5 გუნდიან ოთხ ჯგუფად არიან გადანაწილებულნი. დებულების შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის. თუმცა, ამავე დებულების თანახმად, ყველა, 20-ვე ადგილი გათამაშდება. შესაბამისად, გიორგი გვაზავას გაწვრთნილი ნაკრები ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე A ჯგუფის მე-4 ადგილოსანს დაუპირისპირდება. 18:00 საათზე კი, ჩვენი გოგონები დღის მეორე შეხვე2დრას გამართავენ და ამჯერად, A ჯგუფის მე-3 ადგილოსანს შეხვდებიან. კიდევ ერთ შეხვედრას, აღნიშნული ფლეი-ოფის ეგიდით, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები 2 ივლისს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე A ჯგუფის მე-5 ადგილოსანს დაუპირისპირდებიან (სრული განრიგი იხილეთ ბმულზე). A ჯგუფის სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის, ლიეტუვასა და ისლანდიის გუნდები იქნებიან.
ამ ეტაპის შემდეგ, შედეგებიდან გამომდინარე, როგორც უკვე გითხარით, გათამაშდება ყველა ადგილი (იხილეთ ფოტო).

შვედეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის ფინალისტები ავტომატურად, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიგებენ და შესაბამისად, 2026 წლის ოქტომბერში, ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
საქართველოს გოგონათა ნაკრები გიოტებორგში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: სესილი სანიკიძე; ნინო მუშკუდიანი, ლიზი კვესელავა, მარიამ ქათამაძე, მარიამ დანელია, ნინო ქებურია, ბარბარე გამგებელი, სესილი სალუქვაძე, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი, ანასტასია ესართია.
და ბოლოს, 16-წლამდე ევროპის ღია პირველობას გოგონათა შორის ქართველი მსაჯები, თაზო და ნიკა კევლიშვილები ემსახურებიან.
ფოტო: ხელბურთის ფედერაცია





ჩვენ








