მანონი საღარაძის 150-ე ლელო და 7-ქალას ბრინჯაო მოლდოვაში
მანონი საღარაძის 150-ე ლელო და 7-ქალას ბრინჯაო მოლდოვაში
29.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპის ბრინჯაოს მედალოსანია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენი გუნდი, ტურნირის მასპინძელ მოლდოვას დაუპირისპირდა და 17-7 დაამარცხა. გიორგი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი მანონი საღარაძისა და სალომე მაკასარაშვილის გოლებით 10-0 მოიგო. მეორეში, მოლდოველებმა მოახერხეს ანგარიშის შემცირება 10-7 თუმცა, ჩვენებმა კვლავ გაიტანეს - ლელო დადო მანონი საღარაძემ, რომელიც მის სარაგბო კარიერაში 150-ე ლელო აღმოჩნდა.


იხილეთ ქართული გუნდის ლელოები


ბრინჯაოს ფინალამდე საქართველოს ნაკრები 1/2 ფინალში იტალიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ერთი ქულით 7-10 დამარცხდა. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილისთვის გააგრძელა ასპარეზობა. ამ შეხვედრაში ჩვენმა გუნდიდან ერთადერთი ლელო მანონი საღარაძემ დადო.


საქართველოს ნაკრები მოლდოვაში შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ვერა კუნდუხაშვილი, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ლიკა ბჟალავა, ნინო მელუა, კირა დანელია.