
დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2026 წლის გათამაშების მეორე ეტაპი გაიმართა, რომელშიც ასპარეზობა საქართველოს ლიგა 3-ის გუნდებმა დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ სათასო დაპირისპირებები ერთმატჩიანია, შესაბამისად გამოვლინდა ის 16 გუნდი, რომელიც გათამაშების მომდევნო, 1/16 ფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.
„დინამო" სოხუმი - „გონიო" 0-3
„ივერია" - „ბეთლემი" 5-4 (დამატებითი დრო)
მფს „ბასა" - „ლოკომოტივი" 2-1
„გარდაბანი" - „იბერია 2010" 1-5
„გაგრა 2" - „ოდიში1919" 1-2
„გურია" - „მერანი" თბილისი 6-1
„მერცხალი" - „გორი" 0-3
„სამცხე" - „დიდუბე" 4-1
„ვესტ ჯორჯია" - „შტურმი" 0-2
„დმანისი" - „ვიტ ჯორჯია" 0-3
„არაგველები" - „თბილისი 2025" 0-4
„სქური" - „დინამო თბილისი 2" 3-4
„მერანი 2" მარტვილი - „იბერია 1999 -2" 1-2
„ტორპედო 2" - „მარგვეთი 2006" 0-4
„ზოოვეტი" - „არაგვი" 0-2
„რუსთავი 2" - „ორბი" 2-3
მოგეხსენებათ, წელს პირველად საქართველოს თასის წილისყრის პირველ ეტაპზე შედგა ბადე, რომლის მიხედვითაც, ფინალამდე ცნობილია გუნდების სათამაშო ბადე. ტურნირზე, ამ ეტაპიდან ეროვნული ლიგა 2-სა და ეროვნული ლიგის გუნდებიც ერთვებიან. შესაბამისად, გათამაშების 1/16 ფინალში, რომელიც ერთ თვეში, 25 და 26 ივლისს, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
25 ივლისი, შაბათი
17:00 „ორბი" - „დინამო" ბათუმი
17:00 „მარგვეთი" - „იბერია 1999"
18:00 „კოლხეთი 1013" - „არაგვი"
18:00 „დინამო თბილისი 2" - „სპაერი"
19:00 „გონიო" - „მეშახტე"
19:00 მკფ „ბასა" - „გარეჯი"
20:00 „გორი" - „სიონი"
26 ივლისი, კვირა
17:00 „ვიტ ჯორჯია" - „სამგურალი"
17:00 „იბერია 1999-2" - „თელავი"
17:00 „მერანი" მარტვილი - „ოდიში 1919"
17:00 „გურია" - „დინამო თბილისი"
17:00 „სამტრედია" - „შტურმი"
17:00 „იბერია 2010" - „დილა"
19:00 „ივერია" - „ტორპედო"
21:00 „თბილისი 2025" - „რუსთავი"
27 ივლისი, ორშაბათი
17:00 „სამცხე" - „გაგრა"





ჩვენ








