
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშეს. ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელმა ქალმა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბელგიელი მეტოქე ბელგიელი ჟელინ ვანდრომი სამ სეტში 6-4, 4-6, 6-3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მარიამისთვის დიდი სლემის სერიის ტურნირზე, ძირითად ბადეში ასპარეზობის მეორე მცდელობა იქნება. პირველად, ქართველმა ჩოგბურთელმა ეს 7 წლის წინ, 2019 წელს მოახერხა, როდესაც ამერიკის ღია პირველობაზე პირველი წრის გავლაც მოახერხა.
ამ ეტაპზე უცნობია, უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ვინ იქნება მარიამის მეტოქე, რამეთუ წილისყრა 29 ივნისს არის ჩანიშნული.
აქვე გავიხსენოთ ის ქართველო ქალი ჩოგბურთელები, რომლებსაც აღნიშნულ ტურნირზე უასპარეზიათ და დავიწყოთ ლეილა მესხით, რომელმაც 1986 წელს, წარმატებული იყო ტურნირის ახალგაზრდულ კატეგორიაში. 1988 წელს კი, ლეილამ უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში ითამაშა და მეორე წრეში (2R) გასვლაც მოახერხა. მესხის შემდეგ, 2011 და 2012 წლებში, უიმბლდონზე საქართველოს სახელით ანა ტატიშვილმა იასპარეზა. 2022 წელს კი, ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძემაც იასპარეზა.





ჩვენ








