ივნისის ბოლოს ქართველი ჯუდოკები ცინდაოს გრან პრიზე იასპარეზებენ
ივნისის ბოლოს ქართველი ჯუდოკები ცინდაოს გრან პრიზე იასპარეზებენ
25.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

ულან-ბატორის გრან სლემის შემდეგ, ქართველი ჯუდოკების მორიგი გაჩერება ჩინეთია. 26-28 ივნისს ცინდაოს გრან პრი გაიმართება. IJF-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც 58 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენია რეგისტრირებული ჩვენი გუნდი ხუთი გოგონათი და ერთი ბიჭით იქნებიან წარდგენილები.


ჩინეთში, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

-48 კგ ჯულიეტა როდონაია

-57 კგ ნინო ლოლაძე

-70 კგ მარიამ ჭანტურია,  ნინო გულბანი -70 კგ

+78 კგ სოფიო სომხიშვილი


ვაჟები:

-81 კგ დიმიტრი გოჩილაიძე