
რამდენიმე წუთის წინ, ბარსელონაში, პალაუ ბლაუგრანაზე „ვალენსია" ACB-ის ჩემპიონობა იზეიმა. ფინალური ფლეი-ოფის სერიაში მათ, თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" 1-3 დაამარცხეს.
საკუთარ კედლებში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის გუნდს შანსი ჰქონდა სერიაში გაეთანაბრებინა და სერიის მეხუთე თამაშში ებრძოლა ჩემპიონობისთვის, თუმცა, დღეს, „ვალენსიამ" დამსახურებულად გაიმარჯვა 84-108 და ქვეყნის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდი „ბარსამ", მხოლოდ 3 ქულა წააგო (23-26), თამაშს ემჩნეოდა, თოკოს მონდომების მიუხედავად, თამაში ქართველის გუნდის სასარგებლოდ არ წარიმართებოდა. დიდი ალბათობით, გუნდი, მთელი სერია მდევრის როლში მოუხდა ყოფნა, (112-113, პირველი და ერთადერთი მატჩი, რომელიც „ბარსამ" ოვერ -ტაიმში მოიგო, 102-75 და საშინაო მატჩი 80-88), რიგით მეოთხე შეხვედრაში საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიური წნეხში აღმოჩნდა. მეორე მეოთხედი მასპინძლებმა 12-21 წააგეს, მესამე მონაკვეთი 29-35, დასკვნითი კი 20-26.
საბოლოოდ, ქართველს ამ შეხვედრაში, მოედანზე გატარებულ 29:50 წუთში, 15 ქულა დაუგროვდა 4 მოხსნასთან და 5 შედეგიან გადაცემასთან ერთად.
ფოტო: fcbarcelona.cat





ჩვენ








