ქართული გუნდი ულან-ბატორიდან ორი მედლით ბრუნდება
ქართული გუნდი ულან-ბატორიდან ორი მედლით ბრუნდება
21.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს მონღოლეთში დასრულდა IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგი შეჯიბრი, ულან-ბატორის გრან სლემი, რომელშიც სართო ჯამში 13 ქართველი ასპარეზობდა. ქართული გუნდისგან შესაძლოა უფრო მეტი მედლის მოლოდინი იყო, თუმცა, ჩვენები მონღოლეთიდან ერთი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მედლით ბრუნდებიან.


ულან-ბატორის გრან სლემზე დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა, სადაც ჩვენი გუნდი ოთხი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი.


-90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახიშვილმა მეორე წრიდან დაიწყო და სამწუხაროდ, გამოცდილ სებთან, ნემაინია მაიდოვთან დამარცხდა. შესაბამისად ასპარეზობას გამოეთიშა. პირველი წრე მოიგო სოფო სომხიშვილმა, თუმცა, მომდევნოში +78 კგ წონაში მოასპარეზე ქართველი საფრანგეთის წარომადგენელ სელია კანკანთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


მეორე წრიდან დაიწყო, თუმცა, პირველივე დაპირისპირებაში ქართული დუელი ვიხილეთ, -100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზაიშვილი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში თურქმენეთის წარმომადგენე ბაიმირატ მაიანოვს მოუგო და 1/4 ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ადამიანთან დამარცხდა. შესაბამისად, გადაერთო რეპეშაჟში, სადაც ყაზახი მარატ ბაიკამუროვის ბარიერი გაიარა და ბრინჯაოს ფინალში გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოცოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მეტოქე ტატამზე არ გამოცხადდა და გამარჯვებული სულამანიძე გახდა.


+100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოგების შანსი ჰქონდა ირაკლი დემეტრაშვილ, რომელიც საბოლოოდ ფინალში სამხრეთ კორეის წარმომადგენელ, მინიონგ კიმთან ჰანსუკო მაკეთი დამარცხდა, არადა ქართველმა, რომელიც ორი შიდოთი და იუკოთი აგებდა, მოახერხა იუკოთი გათანაბრება და შეხვედრის ბოლოსკენ უკეთაც გამოიყურებოდა.


ასეა თუ ისე, ჩვენმა გუნდმა ულან-ბატორში ბოლო საასპარეზო დღეს ორი მედალი ილია სულამანიძემ ბრინჯაო და ირაკლი დემეტრაშვილიმა ვერცხლი მოიგეს. ასე, რომ მონღოლეთიდან ხელცარიელნი არ ვბრუნდებით.



ფოტო:  (c) IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი