
დღეს მონღოლეთში IJF-მა მსოფლიო ტურნე განაახლა. ულან-ბატორის გრან სლემი, რომელშიც 13 ქართველი ჯუდოკა ასპარეზობს, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ, ამ ტურნირიდან სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დაგროვებას შეუდგნენ.
ასპარეზობის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილს. რომელმაც ბადეში ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა, 1/2 გადასასვლელი დაპირისპირება, როგორც საბოლოოდ გაირკვა, წონის გამარჯვებულ აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. ქართველმა აქაც, პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, ბრინჯაოს ფინალში ტურნირის მასპინძელ სუხბატ ბიამბაშურენთან ვაზარით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
დღესვე, ქართული გუნდიდან იასპარეზეს -66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც მეორე წრეში რუსეთის წარმომადგენელთან რამაზან აბუდლაევთან დამარცხდა და თორნიკე გიგაურმა, რომელმაც ვაჟასთან განსხვავებით, მეორე წრიდან დაიწყო და 1/4 ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვთან დამარცხდა.
დღესვე გოგონათა ფლანგიდან ასპარეზობა დაიწყო -48 კგ წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაიამ, თუმცა, ჩვენებური საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას.
ხვალ, ულან-ბატორის მეორე საასპარეზო დღეს, მედლები ოთხი (-73კგ, -81კგ, -63 კგ, -70კგ) კომპლექტი გათამაშდება. ქართული გუნდიდან ტატამზე 5 ჯუდოკა იასპარეზებს:
-70 კგ ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ ზაურ დვალაშვილი
წინასწარი შეჯიბრი თბილისის დროით დილით ადრე 05:30 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება ფინალურ ბლოკს მისი ხილვა ჩვენი დროით 13:00 საათიდან არის შესაძლებელი.
ფოტო: (c) IJF/ თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








