
დღეს ნიონში უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა. გათამაშებაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „ნიკე-ლუსო" მონაწილეობს. ქართული კლუბი, რომელიც მეორე ჯგუფში განუთესავ გუნდებს შორის იყო, საბოლოოდ კი წილისყრით, მე-4 ჯგუფში მოხვდა და პოლონურ „სოსნოვიეცისთან, ჩრდ. მაკედონიურ „სკოპიესთან" და ირლანდიურ „ატლონთაუნი" ერთად ითამაშებს, მისი მეტოქე 1/2 ფინალში კი, პოლონურ კლუბი იქნება.
გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასასვლელად „ნიკე-ლუსო" „სკოპიესა" და „ატლონთაუნს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
დღესვე ცნობილი გახდა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ის ჯგუფი, სადაც წარმატების შემთხვევაში „ნიკე-ლუსო" იასპარეზებს".
ქალთა შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოგეხსენებთ განსხვავებული ფორმატით ტარდება, წილისყრის შემდეგ, დგება ოთხგუნდიანი ჯგუფები, რომლებიც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს მინი ტურნირის ფორმატით თამაშობენ. თუმცა აქაც არის ერთი მნიშნელოვანი დეტალი. ოთხგუნდიან ჯგუფში, წილისყრა აწყვილებს გუნდებს 1/2 ფინალებში, რომელში გამარჯვებულებიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებენ.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი:
1/2 ფინალური შეხვედრები: 22 ივლისი
ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა: 25 ივლისი
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი:
1/2 ფინალური შეხვედრები: 5 აგვისტო
ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა: 8 აგვისტო
წილისყრა: 11 აგვისტო, ნიონი (თარიღი შესაძლოა შეიცვალოს, უეფა)
პირველი რაუნდი: 26 აგვისტო
მეორე რაუნდი: 2 სექტემბერი
ლიგის ფაზის წილისყრა: 4 სექტემბერი ნიონი (თარიღი შესაძლოა შეიცვალოს, უეფა)
მატჩის დღე 1: 22/23 სექტემბერი
მატჩის დღე 2: 30 სექტემბერი /1 ოქტომბერი
მატჩის დღე 3: 28/29 ოქტომბერი
მატჩის დღე 4: 10/11 ნოემბერი
მატჩის დღე 5: 18/19 ნოემბერი
მატჩის დღე 6: 16 დეკემბერი
ფლეი -ოფის ეტაპის წილისყრა - 18 დეკემბერი, ნიონი (თარიღი შესაძლოა შეიცვალოს - უეფა)
ფლეი-ოფის ეტაპი
პირველი რაუნდი: 3/4 თებერვალი
მეორე რაუნდი: 10/11 თებერვალი
1/4 ფინალი
პირველი რაუნდი: 23/24 მარტი
მეორე რაუნდი: 31 მარტი /1 აპრილი
1/2 ფინალი
პირველი რაუნდი: 1/2 მაისი
მეორე რაუნდი: 8/9 მაისი
ფინალი (ვარშავა, ეროვნული სტადიონი) - 28, 29 ან 30 მაისი





ჩვენ








