ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია
ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია
16.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნიონში უეფა-ს ევროტურნირების 2026-2027 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.  გაირკვა ოთხი ქართული კლუბის თბილისის „იბერია 1999"-ის, გორის „დილას", ქუთაისის „ტორპედოსა" და „დინამო თბილისის" მეტოქე.


დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია 1999" ითამაშებს. გათამაშების ამ ეტაპზე მონაწილე 28 გუნდიდან 14 იყო განთესილი და ამდენივე განუთესავი. თბილისელები, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „ფლორას" დაუპირისპირდებიან. წილისყრამდე ცნობილი გახდა, რომ „იბერიას" სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუგა ნერგაძემ ,,იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა. მასთან ერთად, გუნდი დატოვეს სტაფის წევრებმა, თემო ბაგრატიონმა და ჯაბა სამსონიამ. გამომდინარე იქიდან, რომ ევრო ტურნირებამდე დრო თითქმის აღარ რჩება, მწვრთნელის შეცვლა ცოტა უცნაურია, თუმცა, თუკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და იქ დასახელებულ კანდიდატს, მართლა ვიხილავთ იბერიელთა ახალა მთავარ მწვრთნელად, მაშინ მას, ქართულ გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს. ვიდრე კლუბი ოფიციალურად დაადასტურებს ან უარყოფს ანდრი დემჩენკოს კანდიდატურას, საფეხბურთო კულუარებში სწორედ უკრაინელს განიხილავენ, „იბერია 1999"-ის ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში.  საქართველოს ჩემპიონი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს პირველი მატჩი 7/8 ივლისს ტალინში, ხოლო საპასუხო 14/15 ივლისს, თბილისში გამართავს. ამ თარიღამდე, იბერიელთა მთავარ მწვრთნელს მოსამზადებლად ეროვნული ლიგის ორი ტური, აქედან ერთი, მე-18 ტურის ხვალ და სუპერ თასის ორი შეხვედრა რჩება. შეგახსენებთ, რომ   ქართველებისთვის კარგად ნაცნობი უკრაინელი სპეციალისტი ანდრე დემჩენკო, რომელი ბოლო სეზონი აზერბაიჯანში მუშაობდა.


დღესვე, ნიონში, როგორც უკვე გითხარით, გაირკვა კიდევ სამი ქართული კლუბის მეტოქეთა ვინაობა, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე მინაწილე გუნდებიდან ორი, „დინამო თბილისი" და „დილა" განთესილ გუნდებში იყვნენ. „ტორპედო" კი, განუთესავი.


საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და თასის მფლობელი გორის „დილა" სან-მარინოს „ვირტუსს" დაუპირისპირდება.


ლუქსემბურგის „მონდროფ ლე ბენის" დაუპირისპირდება „დინამო თბილისი".


აზერბაიჯანულ „ზირას" დაუპირისპირდება ქუთაისის „ტორპედო". შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულ კლუბში გიორგი პაპუნაშვილის და დავით ვოლკოვი თამაშობენ.


უეფა-ს კონფერენს ლიგის თამაშები 9 და 16 ივლისს გაიმართება. ქართული გუნდებიდან პირველი რაუნდის შეხვედრას გასვლაზე „ტორპედო" და „დინამო თბილისი" ითამაშებენ. რაც შეეხება გორის „დილას", რომელიც „იბერია 1999"-ის მსგავსად მთავარი მწვრთნელის დანიშვნის მოლოდინშია, ევროტურნირების ახალ სეზონს თენგიზ ბურჯანაძეზე დაიწყებს.