
ილია თოფურიამ ღამე ვაშინგტონის ჰოსპიტალში გაატარა, უფრო ზუსტად ის 16 ივნისისთვის საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო. ქართველი მებრძოლის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ კი, მის გვერდით ვართ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
UFC Freedom 250-ზე ტექნიკური ნიკაუტით წაგებული (იხილეთ ბმული) ორთაბრძოლის შემდეგ, ქართველი მებრძოლი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. UFC-ის პრეზიდენტის დენ უაითის განაცხადებით, თოფურიას სახე სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული. სამედიცინო შემოწმებამ კი, დაადასტურა, რომ ილიას თვალის ორბიტალური ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. თუმცა, ამ ამბავში დადებითი ის იყო, რომ თოფურიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.
ბოლო ინფორმაციით, CT-მ (კომპიუტერულმა ტომოგრაფია) დაადასტურა მედიკების პირველადი ვარაუდები. ახლა ქართველს თვალის ორბიტალური ძვლის მოტეხილობისა და მხედველობის დროებითი პრობლემების დაძლევა მოუწევს. წინასწარი გათვლით, მას ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია მოუწევს, რაც და უახლოეს თვეებში ოქტაგონზე დაბრუნებას გამორიცხავს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თოფურიას ექიმების რეკომენდაციით, სრული სიმშვიდე, დასვენება და რეაბილიტაცია სჭირდება - სახეზე არსებული ძლიერი შეშუპება და ჩაქცევები დროთა განმავლობაში თავისით გაიწოვებაო. დიდი ალბათობით, ქართველი მებრძოლი რეაბილიტაციაც ესპანეთში, ალიკანტეში ოჯახის გარემოცვაში და ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
სოციალურ ქსელში გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით, რომ ორთაბრძოლა ჩატარდა მთელი რიგი დაღვევებით, ბუნებრივია, ჩვენ დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა თოფურიას გუნდს, ორთაბრძოლის გასაჩივრების შესაძლებლობა და თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში შეეძლო ამის გაკეთება. იყო კიდევ ერთი დეტალი, რამდენად ჰქონდა აზრი „ჩელენჯს", თუკი, პატარა საქართველოს და თუნდაც, ესპანეთის წარმომადგენელს ბუმბერაზი ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე მოუწევდა სამართლის ძებნა - ვიმეორებთ, ეს სოცქსელში დაmარა მხოლოდ ქართულში გამოთქმული ვარაუდების საფუძველზე გადავწყვიტეთ გაგვერკვია.
თეორიულად, UFC-ში მატჩის შედეგის გადახედვა (No Contest-ად გამოცხადება) შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკაში ეს ძალიან იშვიათად ხდება და ქვეყნის სიდიდესთან კავშირი არ არის. გადაწყვეტილება კი, არა UFC, არამედ კონკრეტულად ამ ბრძოლის შემთხვევაში ვაშინგტონის სპორტულმა (დამოუკიდებელი) კომისიამ უწევდა - ანუ, ორთაბრძოლის ორგანიზატორმა. შესაბამისად, თუკი, სოცქსელში გამოთქმული ვარაუდებიდან, რომელიმე სიმართლეს შეესაბამება, რთული წარმოსადგენია, რომ ვინმემ თავისი „გადაფურთხებული ალოკოს". თუმცა, მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს დამდგარი შედეგი:
თუკი დაფიქსირდა განზრახ ან შემთხვევით წესების დარღვევა: თუ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გეიჯიმ თოფურიას თვალში თითი განზრახ, ან თუნდაც შემთხვევით ჩაარტყა, ეს წესების დარღვევაა. ანდა, თუ მსაჯმა ბრძოლის დროს ეს დარღვევა ვერ შეამჩნია და არ დააფიქსირა, ეს საჩივრის მთავარი საფუძველი ხდება.
UFC-ის ერთიანი წესების (Unified Rules of MMA) მიხედვით, თუკი ბრძოლა შეწყდებოდა დარღვევის მომენტში, ექიმის დასკვნის საფუძველზე, მსაჯს ბრძოლა უნდა დაესრულებინა (თუ ეს, მე-4 რაუნდამდე მოხდებოდა), გვიან რაუნდებში დაეთვალა ქულები. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ბრძოლა გააჩერა „კუთხემ", შედეგის შეცვლა რთულდება, რადგან მიიჩნევენ, რომ გუნდმა მარცხი აღიარა.
ამ შემთხვევაში რა პერსპექტივა რჩება, ვიმეორებთ ისევ და ისევ სოცქსელში გამოთქმული ვარაუდებიდან გამომდინარე - ილია თოფურიას გუნდს რა თქმა უნდა, შეუძლია შეიტანოს ოფიციალური აპელაცია, წარადგინოს კადრები და სამედიცინო დასკვნა, სადაც ჩანს, რომ ტრავმა წესების დარღვევით (მაგალითად, ღია ხელთათმანით თვალში ჩარტყმით) იქნა მიყენებული. თუმცა, MMA-ის ისტორიაში მსაჯის მიერ უკვე გამოტანილი ვერდიქტის შეცვლის პრეცედენტები თითზე ჩამოსათვლელია და თითქმის ყოველთვის უარით სრულდება, თუ ბრძოლა კუთხის გაჩერებით დასრულდა.
აქვე მოდით, ამ „თითზე ჩამოსათვლელ" შემთხვევებსაც გეტყვით:
2011 წელი - შარლ ოლივეირასა და ნიკ ლენცი შეხვედრაში, ოლივეირამ, პარტერში მყოფ ლენცს ბრძოლის დროს წესების დარღვევით მუხლი ჩაარტყა თავში. ეს კი, მსაჯმა ვერ შეამჩნია, ბრძოლა გაგრძელდა და ოლივეირამ მახრჩობელა ილეთით მოიგო. ლენცის გუნდმა გაასაჩივრა მატჩი, პენსილვანიის სპორტულმა კომისიამ ვიდეოგამეორება განიხილა, დაადასტურა, რომ ფატალური დაზიანება წესების დარღვევამ გამოიწვია და ოლივეირას გამარჯვება No Contest-ად (გაუქმებულად) შეცვალა.
2025 წელი - კოდი ბრანდეიჯისა და მანსურ აბდულ-მალიკის დაპირისპირებისას, რომელიც ჯორჯიის შტატში ჩატარდა, სპორტულმა კომისიამ შეცვალა ბრძოლის შედეგი. მესამე რაუნდში თავების შემთხვევითი შეჯახების შემდეგ ბრანდეიჯმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მსაჯებმა ქულები არასწორი პროტოკოლით დათვალეს და აბდულ-მალიკს გამარჯვება მიანიჭეს. ბრანდეიჯის გუნდის საჩივრის საფუძველზე კომისიამ აღიარა, რომ მსაჯებმა წესები არასწორად განმარტეს (არასრული რაუნდის ქულები დაითვალეს) და მალიკის მოგება უმრავლესობის ფრედ (Majority Draw) გადააკეთეს.
2024 წელი - კრის უაიდმანისა და ბრუნო სილვა ორთაბრძოლისას, უაიდმანმა, სილვას მესამე რაუნდში ზედიზედ რამდენჯერმე ჩაარტყა თითები თვალში, რის შემდეგაც ბრძოლა სილვას ნოკაუტით დაასრულა. თავდაპირველად, უაიდმანს ტექნიკური ნოკაუტით (TKO) გამარჯვება გაუფორმდა. თუმცა, ნიუ-ჯერსის კომისიამ ბრძოლის დასრულებისთანავე, ადგილზევე გადახედა ვიდეომასალას. მათ დაადასტურეს თვალში თითის ჩარტყმა. მართალია, ბრძოლა სრულად არ გააუქმეს (No Contest), მაგრამ შედეგი TKO-დან ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე (Technical Decision) შეცვალეს და ქულები იმ მომენტამდე დათვალეს.
კიდევ ერთი დეტალი რაზეც სოცქსელში ამახვილებენ ყურადღებას ჯასტინ გეიჯის დაუღალავი ვიზუალი და ენერგიაა, რასაც ვითომდა მის მიერ გამოყენებულ დოპინგს აბრალებენ. სხვათა შორის, ყველაზე ხშირად შედეგები მაშინ იცვლება, როცა ბრძოლის შემდეგ ლაბორატორიული ტესტები მოდის. 2017 წელს ჯონ ჯონსმა, დანიელ კორმიე ნოკაუტით დაამარცხა, თუმცა მოგვიანებით ანალიზებში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა. კომისიამ მისი გამარჯვება მაშინვე No Contest-ად გადააკეთა.
თუმცა, ყველა ამ ჩამოთვლილი მაგალითებიდან ილიას „ქეისში" არის ერთი განსხვავება - ბრძოლა შეწყდა კუთხის (!) გადაწყვეტილებით, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ილიას გუნდი შეიტანს აპელაციას, მისი მოგების შანსი მიზერულია.
ამ შემთხვევაში გვრჩება ილიას გამოჯანმრთელების, ოქტაგონზე დაბრუნებისა და რევანშის იმედი. გუშინვე, ქართველმა მებრძოლმა, საკუთარ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ის დაბრუნდება უფრო ძლიერი, დაბრძენებული და ბევრად უფრო საშიში (იხილეთ ბმული).
ქართველს გეიჯისთან რევანშის აღება უნდა და ამის გაკეთება მის გუნდსაც შეუძლია, თუმცა, ამ ეტაპზე ახალი ბრძოლის ე.წ. immediate rematch-ის ორგანიზება გართულდება, რადგან გადაწყვეტილება UFC-ის ხელმძღვანელობა და მოქმედმა ჩემპიონმა უნდა მიიღონ. გეიჯა კი ჩაიხვია, რომ ბრძოლა „კუთხემ" გააჩერა. აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინსაიდერების ცნობით, UFC გეიჯის პირველ დაცვას ცარუკიანის წინააღმდეგ გეგმავს. იმ ცარუკიანის, რომელმაც ილიას მარცხის შემდეგ, სოცქსელებში დამამცირებელი სტატუები გამოაქვეყნა - ერთი კარგი კი იქნება ცარუკიანი მაგრად მიიბეგვოს.
რაც შეეხება ილიას, ტიტულის დასაბრუნებლად, თოფურიას მოუწევს მინიმუმ ერთი გამარჯვების მოპოვება სხვა ტოპ-პრეტენდენტთან, რათა კვლავ საჩემპიონო ორთაბრძოლის უფლება მოიპოვოს.
ფოტო: © UFC





ჩვენ








