
ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-17 ტური, რომელმაც სტარტი პარასკევს აიღო დღეს, პეტრო არენაზე „გაგრასა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებით დასრულდა. თუმცა, მანამდე იყო კიდევ ერთი სათამაშო დღე, ორი საინტერესო შეხვედრით.
თბილისში, პეტრო არენაზე „რუსთავმა", ტყიბულის „მეშახტეს" უმასპინძლა. შეხვედრა, როგოც მოსალოდნელი იყო რუსთაველთა უპირატესობით წარიმართა და გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობაც ჰქონდათ. თუმცა, გოლი ამ შეხვედრაში ერთი გავიდა და ისიც, 11-მეტრიანით. 72-ე წუთზე, ლადო ბურდულის შეგირდები იუტო ნაკანოზე დაჯარიმდნენ და დაინიშნა პენალტი, რომელიც ავთანდილ გუჯაბიძემ გაიტანა და როგორც გაირკვა, სწორედ, ამ გოლით „რუსთავს" 3 ქულა მოუტანა. რუსთაველებმა 1-0 გაიმარჯვეს და 17 ტურის შემდეგ, 29 ქულით მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ, 2 ქულით ჩამორჩებიან გათამაშების ლიდერს „იბერია 1999"-ს.
ლიდერთა ჯგუფს, ბათუმის „დინამოს" მსგავსად, წამოეწია წყალტუბოს „სამგურალიც", რომელმაც იმერულ დერბიში, საშინაო კედლებში ქუთაისის „ტორპედო" 2-1 დაამარცხა. საკმაოდ ხისტი თამაში, რომელსაც შედეგად, 78-ე წუთზე გაძევებული სორი მანე გააძევეს. თუმცა, ამ დროისთვის უკვე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში იყო დაფიქსირებული. ანგარიში კი, 31-ე წუთზე გაიხსნა - წყალტუბოელთა მორიგი ჩაწოდებისას ქუთაისელთა მეკარესა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით კარგად ისარგებლა კლაუდიო სებოლინიამ, რომელმაც ბურთი აუღელვებლად გადაგზავნა „ტორპედოს" კარში. „სამგურალმა" აქტიურად დაიწო მეორე ტაიმიც. 52-ე წუთზე კი ვინისიუსის გადაცემის შემდეგ, ქუთაისელთა კარში მათე შათირიშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს 18 წლის ცენტრალური მცველის სადებიუტო გოლი არის ეროვნულ ლიგაში. სხვათა შორის, შათირიშვილი კარგი იყო დაცვაშიც. აი, მისმა გუნდმა კი, კიდევ გაიტანა, თუმცა, ველისოლის (75') გოლი VAR -მა გააუქმა. თამაშის დასრულება შეეძლო ნიკა ცეცხლაძესაც, თუმცა, მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა კარს, თამაში მიწურულს კი, ოთო აფციაურს ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო ფილიპ კლიაიჩმა. რეალურად ქუთაისელებმა მომენტი რაც ჰქონდათ, 78-ე წუთზე გამოიყენეს. იმერულ დერბიში ერთი ბურთი კომნენ ანდრიჩმა გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ მე-17 ტურში წაიბორძიკა „იბერია 1999"-მა და ქუთაისის „ტორპედომ", „დინამო თბილისმა" უკვე სამწუხაროდ ტრადიციულად, ეს შანსი ვერ გამოიყენა და დღეს, პეტრო არენაზე, შეხვედრაში, სადაც სრულად გააკონტროლა თამაში და ბურთი წააგო 2-1 „გაგრასთან", რომელიც ამ მომენტში ბოლოდან მეორე ადგილზეა. შეეძლო წაეგო 3-1-იც თუმცა, ბოლო გოლი გაგრელებმა თამაშგარედა გაიტანეს. აი, პირველი ტაიმის სტარტზე კი, 11-მეტრიანი, რომელიც თავდაპირველად გიორგი კიკაჩეიშვილმა დადო, შემდეგ, VAR-თან კონსულტაციის შემდეგ გააუქმა. ამ მომენტიდან მალევე, მე-9 წუთზე გოლი დინამოელთა კარში გავიდა - ანდრი ანდრეიჩუკმა გახსნა, 32-ე წუთზე კი, გაგრელთა ერთ-ერთ იშვიათ იერიშს, დინამოელთა კარში ყოფილი დინამოელების მეორე გოლი მოჰყვა - მათე ცინცაძის გადაცემით, ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გაიტანა. სხვათა შორის, ეს, „ფეიქარას" სადებიუტო გოლი იყო, ეროვნულ ლიგაში. ის რომ, დღეს „დინამო თბილისმა" დღეს, მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, გაგრელთა მეკარის ოლეკსანდრ ვორობეის დამსახურებაა, რომელმაც მთელი მატჩის მომენტები რომ არ გავიხსენით, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშიც კი, „მკვდარი ბურთი" აიღო. ამ დღეს იღბალი მასპინძელთა მხარეს იყო, რადგან მეკარეს ერთ მომენტში ხარიხაც დაემატა. იყო კიდევ ერთი გარემოება, რაზეც თემურ ქეცბაიას მოუწევს ბევრი მუშაობა, თუკი, რა თქმა უნდა ევროტურნირებამდე თუნდაც, შემადგენლობა არ გაშალაშინდება, რადგან, უკვე მერამდენე თამაშია, თბილისელები კარში დარტყმას „ლელოს დადებას" ამჯობინებენ. თბილისელთაგან ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე, ნანა-კოფი დონკორის პასით ლეონარდუ სანტუსმა გაიტანა. „გაგრა" კი, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბისთვის, ყველაზე უხერხულ მეტოქედ რჩება.
როგორც ხედავთ ამ ტურის შემდეგ, ზედა ოთხეულში ბევრი არაფერი შეცვლილა, აი, ქვევიდან კი, ოთხეულს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბათუმის „დინამო" და „სამგურალი" წამოეწივნენ. ასე რომ, მეორე წრის ბოლო ტური, რომელიც 16, 17 და 18 ივნისს არის ჩანიშნული, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგება.





ჩვენ








