სერჰიი იემილიანოვი ევროპის ჩემპიონია
სერჰიი იემილიანოვი ევროპის ჩემპიონია
13.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს სახელითა და დროშის ქვეშ მოასპარეზე სერჰიი იემილიანოვი ევროპის ჩემპიონია. რაღა დაგიმალოთ და, უკრაინელი წარმოშობის კაიაკერის წარმატებები იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მისგან, სხვა შედეგს აღარც კი ველით.


დღესაც, ისევე, როგორც საკვალიფიკაციო გაცურვაში, სერჰიი იემილიანოვმა ფინალშიც, კვლავ არავის მისცა გადასწრების უფლება. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა KL3 კლასში 200 მეტრიანი დისტანცია 40.129 წამში დაფარა და თითქმის მთელი კორპუსით გაუსწრო ჩეხ მოწინააღმდეგეს, რამაც დროში +1.185 წამი შეადგინა.


დღეს პორტუგალიაში კანოე სპრინტსა და პარაკანოეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლოს წინა დღე იყო. ტურნირში, რომელიც 11-14 ივნისს, მონტემორ-უ-ველიუში გაიმართა 40 ქვეყნის 800 მონაწილეს შორის იყო ჩვენი გუნდიც - სერჰიის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს ალექსანდრე წივწივაძემ, ბადრი ყაველაშვილმა და  გია გაბედავამ.