
სანაკრებო შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა. მე-17 ტური, თბილისში მიხელ მესხზე გამართული შეხვედრით დაიწყო.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერია 1999"-მა ფრედ, 1-1 ითამაშა „სპაერთან". აღსანიშნავია, რომ ანდრია ბართიშვილმა ივნისში მესამე გოლი გაიტანა, სანაკრებო გოლების შემდეგ, 17 წლის ფეხბურთელმა ამჯერად, მე-19 წუთზე 11-მეტრიანით დააწინაურა თავისის კლუბი. მეორე ტაიმში „სპაერმა" ოდნავ გამოასწორა და 59-ე წუთზე საბა გეგიაძის გადაცემით, ზურაბ გოლუბიანმა ანგარიში გაათანაბრა. ამ ტურის შემდეგ „იბერია 1999"-მა 31 ქულა დააგროვა და მინიმუმ მომდევნო ტურამდე კვლავ შეინარჩუნა სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია.
რამაზ სოლოღაშვილის ხელმძღვანელობით, გორის „დილა" ბათუმში, ადგილობრივ „დინამოსთან" 3-2 დამარცხდა. მას შემდეგ რაც კლუბი, მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა, გორელებს, ეროვნულ ჩემპიონატში სწორედ, სოლოღაშვილმა უხელმძღვანელა. ანგარიში ამ შეხვედრაში ბათუმელებმა, მე-9 წუთზე გაიხსნა. თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, გორელებმა ნიკა კალანდარიშვილზე წესი დაარღვიეს და მათ კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა თავად დაზარალებულმა და ანგარიში გახსნა. მე-11 წუთზე, ბათუმელები უკვე 2-0-ს იგებდნენ. გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ ბურთი დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა. 36-ე წუთზე თითქოს, არაფრის მომასწავებელ მომენტში შორიდან გაისროლა აბდულმალიკ ოლატუნჯიმ და ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა. მეორე ტაიმის სტარტზე კი, ბათუმელებს მეკარე გაუძევეს - 54-ე წუთზე ლაზარე კუპატაძე საჯარიმო მოედნიდან საკმაოდ შორს გამოვიდა და ბურთი ხელით მოიგერია, რასაც მსაჯის რეაგირება და წითელი ბარათი მოჰყვა. თუმცა, ეს არ იყო, ამ შეხვედრის ერთადერთი დრამატული მომენტი. 84-ე წუთზე, კაცნაკლულ „დინამოს" ბლანკსონ ანოფიმ გაუტანა, რომელმაც საგოლე გადაცემას, გოლიც დაუმატა და ანგარიში გაათანაბრა, 2-2. თუმცა, ეს, ამ შეხვედრაში დასასრული არ იყო. შეხვედრის მიწურულს, გორელებმა ამჯერად, გიორგი ფუტკარაძის წინააღმდეგ დაარღვიეს წესები, 11-მეტრიანი კი, კვლავ კალანდარიშვილმა გაიტანა და ბათუმელებს საჭირო სამი ქულა მოუტანა.
ეროვნული ლიგა ხვალ კიდევ ორი შეხვედრით განახლდება:
19:00 „რუსთავი" - „მეშახტე"
21:00 „სამგურალი" - „ტორპედო"
ტური კი, 14 ივნისს თბილისში „პეტრო არენაზე", „გაგრასა" და „დინამო თბილისს" შორის გამართული შეხვედრით დასრულდება. სხვათა შორის, ჩვენი ინფორმაციით, დინამოელები, სექტემბრამდე საშინაო შეხვედრებს სწორედ „პეტრო არენაზე" გამართავენ, რაც შეეხება უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ის, მიხეილ მესხზე არის ჩანიშნული.





ჩვენ








