
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდმა დღეს, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების თარიღები დაასახელა. ტურნირში, რომელშიც ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხი კლუბი „იბერია 1999", გორის „დილა", ქუთაისის „ტორპედო" და „დინამო თბილისი" მიიღებენ მონაწილეობას, როგორც იცით, ორ ეტაპად ტარდება. თავდაპირველად ოთხი გუნდი ერთმანეთს 1/2 ფინალებში დაწყვილდა და ეს მატჩები 27 ივნისს გაიმართება.
ამის შემდეგ კი, წყვილებში გამარჯვებულები 2026 წლის პირველი ტიტულისთვის 1 ივლისს ითამაშებენ. ამავე დღეს, 1/2 ფინალში დამარცხებული გუნდები მესამე ადგილს გაითამაშებენ.
წილისყრით, საქართველოს სლავა მეტრეველის სუპერ თასისკენ მიმავალ გაზად ასე დაწყვილდნენ - თბილისში, მიხეილ მესხზე, 19:00 საათზე „იბერია 1999" „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება. ამავე დღეს, 21:00 საათზე გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე, გორის „დილა" სავარაუდოდ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდება.
აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მატჩების ფრედ დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულებს პენალტების სერია გამოავლეს.





ჩვენ








