
დღეს ბულგარეთში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და დამარცხდა 1-0 (იხილეთ მატჩის ოქმი) დამარცხდა.
აშშ-ს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ, ბლაგოევგრადში, ჰრისტო ბოტევის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნის პირველი რეალური მომენტი კი, 41-ე წუთზე რამაზ სვანაძის გუნდს ჰქონდა.
„ამ თაობისთვის პირველი ამხანაგური თამაში იყო. განსხვავებული იყო შეკრება, რადგან ვთამაშობთ ორ ამხანაგურ თამაშს და ყველა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. მათ ეს შანსი ძირითადი ბირთვის არ ყოფნის დროს მიიღეს. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის სექტემბრის თამაშები და ყველანაირად ვეცდებით, რომ მათ მზადყოფნაში შევხვდეთ. თვითონ თამაშს რაც შეეხება, აშშ-სთან მატჩი იყო განსხვავებული თავის ფილოსოფიიდან გამომდინარე. ძალიან, კარგ გუნდს, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს და ვთვლი, რომ წასაგები თამაში ნამდვილად არ გვქონდა", - ამბობს რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
41-ე წუთზე დიმიტრი ღურწკაიას წაქცევის გამო დანიშნული 11-მეტრიანი ალექსანდრე ნარიმანიძემ ვერ გამოიყენა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, მეორე ტაიმის მიწურულს, მე-80 წუთზე გავიდა, როდესაც ოუენ პრესთუსმა ჩვენ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეკარის საჯარიმოსკენ გადაგზავნა, იქ კი, ბრის ჯემისონმა გოლის გატანა მოახერხა.
„თამაშის შინაარსიდან გამომდინარე არ იყო წასაგები თამაში - ვერ გამოყენებული 11 მეტრიანი, ასევე რამდენიმე მომენტი, თუმცა, ეს ფეხბურთია, შევცდით რიგ ეპიზოდებში და ამხანაგურ შეხვედრებში, ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. განსაკუთრებით ეს იმ ფეხბურთელებს ეხებათ, რომლისთვისაც პირველი ნაბიჯებია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში", - ამბობს რამაზ სვანაძე.
მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხაზს გაუსვამს, რომ მის გუნდს, განსხვავებით პირველი ტაიმისა და მეორე ტაიმის საწყისი პერიოდისა, ბოლო წუთებში ძალიან გაუჭირდა. ამის მიზეზად კი, სვანაძე ასახელებს „ძალიან დიდი სხვაობას" ფიზიკურ მომზადებაში. „სხვა მხრივ, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. მათ მიიღეს შანსი გავაანალიზებთ, ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშზე უკვე ყველას მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა არ გამოგვეპაროს რომელიმე ფეხბურთელი, ეს იქნება საქართველოში მოთამაშე თუ ლეგიონერი, რომელიც ამ ეტაპზე ნაკრებში მოხვედრას იმსახურებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი, საერთო ჯამში, შემოდგომის ურთულეს ფანჯარას მზადყოფნაში შევხვდეთ", -ამბობს სვანაძე.
შემდეგ მატჩს, ბულგარეთში, შეკრებაზე მყოფი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 ივნისს, ნისპორენში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ








