
2 ივნისს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე", საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდულმა მულტისპორტულ ღონისძიებაში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდი, მედლებს სპორტის 17 სახეობაში გაითამაშებს. საერთო ჯამში, ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა 1200 სპორტსმენს შეადგენს, რომელთა ასაკიც 14-17 წელია.
ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში იმართება. მასში მონაწილეობას იღებს ხოლო მონაწილეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1200 სპორტსმენს შეადგენს. ფესტივალში 14-17 წლის ახალგაზრდები ასპარეზობენ.
17 სახეობაში (3X3 კალათბურთში, ბადმინტონში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ, ქართულ და ქვიშის ჭიდაობაში, ძიუდოში, კრივში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ტაეკვონდოში, მინიფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ცურვასა და ხელბურთში), საერთო ჯამში, 637 მედალი გათამაშდება. მათ შორის 198 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 241 ბრინჯაო. ფესტივალის პროგრამაში შემავალი სახეობებიდან ექვსში 2-2 ბრინჯაოს მედალი გაიცემა.
ტრადიციული ოლიმპიური ფიცი, ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების სახელით აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა, ტაეკვონდოისტმა ვიოლა ცეცხლაძემ დადო.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
ფოტო: სეოკ





ჩვენ








