ქართველი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა
ქართველი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა
03.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეს დილიდან ქართულ საფეხბურთო წრეებში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. 41 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა. 2000 წელს „დინამო თბილისში" დაწყებული საფეხბურთო კარიერა, რომელიც ბოლნისის „სიონში", საჩხერის „ჩიხურაში", რუსთავში „ოლიმპში"  გააგრძელა, ჯაბამ 2016 წელს კიშინოვის „დაჩიაში" დაასრულა. ამის შემდეგ დვალმა მასტერ-ლიგაში ითამაშა 2025 წლის სეზონი.  


ჩვენი ინფორმაციით დვალი რამდენიმე დღის წინ, დვალი ფეხბურთის თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და თამაშიდან გასვლა ითხოვა. მოგვიანებით კი, ის, გულის უკმარისობით, ექიმის თანხლებით კლინიკაში შეამოწმეს. სამწუხაროდ, ფეხბურთელი დამძიმდა, დაფიქსირდა ფიბრილაციაც და რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, ორი დღის წინ, ის, სახლში გაეწერა და დღეს გამთენიისას გარდაიცვალა.


ჩვენი გვერდი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.