
დღეს ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე ბოლო დისციპლინაში იასპარეზეს ქართველმა მხატვრულმა მოცურავეებმა. მარი ალავიძისა და ნიტა ნათობაძის დუეტმა, ამჯერად, ტექნიკურ პროგრამაში 29 მონაწილეს შორის მე-8 შედეგი აჩვენეს. პროგრამაში რომელის სირთულეც 32.3500-ს შეადგენდა, ჩვენმა გოგონებმა ყველა ელემენტი უნაკლოდ შეასრულეს და საბოლოოდ, 256.1076 ქულა მიიღეს. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღის მე-8 შედეგი აღმოჩნდა.
ჩვენებმა დისციპლინის გამარჯვებულთან, ფრანგულ წყვილთან მხოლოდ 34.9924 ქულა იყო წააგეს და ესე სხვაობაც, უფრო პროგრამის სირთულის ხარისხს უკავშირდება ვიდრე, ჩვენი გოგოების ასპარეზობის ხარისხს.
შესაბამისად, ყოველივე ეს იმედს გვაძლევს, მარიაც და ნიტაც, მომავალში, უფრო მაღალ შედეგებს შეეჭიდებიან, მითუმეტეს, რომ სოლო პროგრამებში, გოგონებმა დამაჯერებლად იასპარეზეს (იხილეთ ბმული). აქვე შეგახსენებთ, რომ გოგონებს ჰყავთ სათადარიგო წევრი ანა ყიფიანი, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადაა გუნდს დაეხმაროს.
მსოფლიო თასის მორიგი „შეხვედრა" 19-21 ივნისის ჩათვლით კანადაში გაიმართება. ამ დღეებში, ტორონტოში მხატვრულ ცურვაში 2026 წლის მსოფლიო თასის სუპერ ფინალი გაიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეტაპზე დაგროვებული ქულები, ქართველ სპორტსმენებს სუპერ ფინალში ასპარეზობის უფლებას მისცემს.





ჩვენ








