რაგბი7 - პირველი დღე აგენოში
რაგბი7 - პირველი დღე აგენოში
30.05.2026
ავტორი: რაგბის კავშირი

საქართველოს 7-ქალა და 7-კაცა ნაკრებებმა, საფრანგეთში მიმდინარე მაღალი დონის მოსამზადებელ საერთაშორისო ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის თამაშები გამართეს.


ჩვენმა 7-კაცამ ორი თამაში მოიგო და თასისთვის აგრძელებს ბრძოლას. პირველ მატჩში გიორგი ნოზაძის შეგირდებმა ჩინეთს 19-17 მოუგეს. იტალიასთან 17-26 ჩამორჩენის შემდეგ, საქართველოს 7-კაცამ 'პაციფიკ ტოა'-ს 19-7 აჯობა და ფლეი ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.


საქართველოს 7-კაცა ჰაგუენაუს მოსამზადებელ ტურნირზე

ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, მატის მოდებაძე, იაგო ხაბულიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, ოთარ მეტრეველი, კლავდიუს ხუციშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნოზაძე


გოგონებმა ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში დათმეს: დანიასთან 0-24, R10 Selects-თან 10-35 და პოლონეთთან 0-47. გოგონები ხვალ მე-5 ადგილის ნახევარფინალში კანადას შეერკინებიან.


საქართველოს 7-ქალა ჰაგუენაუს მოსამზადებელ ტურნირზე

ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, კირა დანელია, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე