20-წლამდეთა სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვე რჩება
20-წლამდეთა სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვე რჩება
30.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

ცხრა წლის შემდეგ, საქართველოში მსოფლიოს ახალგაზრდული რაგბი ბრუნდება. 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში, 20-წლამდეთა მსოფლიო სარაგბო ფორუმი გაიმართება. განსხვავებით საქართველოში გამართული წინა ჩემპიონატისგან, ამჯერად, ტურნირში მონაწილე გუნდების რიცხვი გაზრდილია და საქართველოს ორ მთავარ ქალაში მსოფლიოს მთავარი ჯილდოს მოსაგებად 16 გუნდი იბრძოლებს. რაგბის ქომაგებს, შვიდი სათამაშო დღე და საერთო ჯამში 40 სპარინგი ელოდებათ. ამ თამაშებზე დასასწრები ბილეთები შეძენა კი, შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.


ტურნირის დებულების თანახმად, გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შესაბამისად, თითო ჯგუფში 4-4 გუნდია. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.


და ჯგუფის შეხვედრები თბილისში, „ავჭალის" სტადიონზე გაიმართება, ხოლო ბ და დ ჯგუფების თამაშებს ქუთაისში, „აია არენა" უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 27 ივნისს, 2 ივლისს და 7 ივლისს გაიმართება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები თასის ნახევარფინალში გადიან და შესაბამისად მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. მეორეადგილოსნები - მე-5 ადგილის ნახევარფინალში, მესამეადგილოსნები მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდები მე-13-მე-16 ადგილებს გაითამაშებენ. შესაბამისად, გათამაშდება ყველა ადგილი.


აქვე გეტყვით, რომ 1/2 ფინალური შეხვედრები 12 და 13 ივლისს გაიმართება.

12 ივლისი /  მე-13 ადგილის, ხოლო თბილისში მე-5 ადგილის ნახევარფინალებია;

13 ივლისი  / ქუთაისში მე-9-მე-12 ადგილების, თბილისში კი, მედლებისთვის მებრძოლი გუნდების 1/2 ფინალებია.


მომდევნო ეტაპის თარიღებია 17 და 18 ივლისია. თასის ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა „მიხეილ მესხის" სტადიონზეა ჩანიშნული.