როგორ გაგრძელდება „ოქროს ბურთის“ მეთიუზიდან დაწყებული მოგზაურობა 2026 წელს...
როგორ გაგრძელდება „ოქროს ბურთის“ მეთიუზიდან დაწყებული მოგზაურობა 2026 წელს...
29.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ალბათ, საქართველოში ყველას გვინდა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი ქართველი ფეხბურთელი გახდეს. ალბათ, ჩვენს გუნდს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეასპარეზა, ანდა ეს წელი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი, ან ევროპის ჩემპიონატი არ ყოფილიყო (სადაც საქართველოს ნაკრები არ იქნებოდა), ჩვენს ოცნებას, „ოქროს ბურთის" მფლობელი ხვიჩა კვარაცხელია გამხდარიყო, გამყარებული საფუძველი ექნებოდა. თუმცა, ახლა, მიუხედავად წარმატებული 2025-2026 წლების სეზონისა, განსაკუთრებით 2026 წელს უფრო გამოიკვეთა, სადაც ტრიუმფამდე, ევროპულ სარბიელს თუ გავიხსენებთ, ხვალინდელი დღეღა რჩება, საქართველოში ოქროს ბურთის ხილვა, არც თუ უმიზეზო ოცნება იყო. მხოლოდ ამისთვის ხვალ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. აი ამის შემდეგ, კვლავ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ფიქრი  Ballon d'Or-ზე, მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ინგლისსა და საფრანგეთს მაქსიმუმ ჯგუფიდან გასვლა უნდა ვუსურვოთ. სულ ჯგუფში ჩატოვებისთვისაც ასე, ვერ გავიმეტებთ.


ამასობაში, უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Ballon d'Or-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 26 ოქტომბერს ლონდონში ჩატარდება.


ყველაზე პრესტიჟული და საპატიო საფეხბურთო ჯილდო, რომელიც „ფრანს ფუტბოლმა" 1956 წლიდან დააფუძნა, წელს 70 წლის იუბილესაც ზეიმობს. ამასთან ღონისძიების საზეიმო ცერემონია ლონდონში პირველად ჩატარდება.


ღონისძიება, რომელსაც ყოველწლიურად „ფრანს ფუტბოლი" (მფლობელი L'Équipe Group) წარმოადგენს, 2024 წლიდან უეფა-სთან ერთად ტარდება. 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიის ინგლისში გამართვა კი, მიუთითებს, რომ ეს ჯილდო არის გლობალური და ამასთან სიმბოლური, რამეთუ 70 წლის წინ პირველი „ოქროს ბურთი", სწორედ ინგლისელმა ფეხბურთელმა სტენლი მეთიუზმა მიიგო.  


როგორც ევროპული საფეხბურთო სეზონი გვაჩვენებს და ამას კიდევ მოახლოებული ფიფა-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც ემატება, საკითხი ასე დგას, ვინ ჩამოართმევს აიტანა ბონმატისა და უსმან დემბელეს  2025 წლის „ოქროს ბურთის" მფლობელებს ან ჯილდოს?


უეფა აქვე აანონსებს, რომ ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიისთვის, ისევე როგორც ნომინანტების შესახებ, ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება და ყველაფრის შესახებ, 2026 წლის  ballondor.com-ის ოფიციალურ გვერდზე იქნება მოთხრობილი.