
დღეს ბრატისლავაში მინი-ფეხბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღე იყო. საქართველოს ნაკრები, რომელიც D ჯგუფში ასპარეზობს, ამ ტურის დასრულებამდე 4 ქულით (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა) კვლავ ჯგუფის სათავეშია, თუმცა, შესაძლოა ეს მოცემულობა, რუმინეთისა და ინგლისის მატჩის შემდეგ შეიცვალოს. გააჩნია, მოახერხებს თუ არა, მინი-ფეხბურთში, ევროპის ნომერი პირველი გუნდი ინგლისის დამარცხებას და ამასთან, ბურთების როგორი სხვაობით.
მანამდე კი, რამდენიმე წუთის წინ, საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. თავშივე გეტყვით, რომ მარჩის MVP-იდ საქართველოს ნაკრების მეკარე, კონსტანტინე სეფიაშვილი დასახელდა. რომელსაც მეორე ტაიმში, კარიდან კარში გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა, ბურთი ოდნავ ასცდა ესპანელთა კარს.
რაც შეეხება შეხვედრას, მოსაწყენი დრო არც ერთ გუნდს არ ჰქონია. მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა. მსაჯისთვის თამაში და მარტივი ორთაბრძოლების „უხეშ თამაშად გაყიდვის" მცდელობა ესპანელებს, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე VAR-ი მუშაობს, ასე რომ ესპანელთა მცდელობები, მცდელობებად დარჩა.
შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა (იხილეთ მატჩის ონლაინ ოქმი)
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 30 მაისს, თბილისის დროით 19:30 გამართავს მრისხანე რუმინეთის წინააღმდეგ. გეტყვით იმასაც, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი და ოთხიც, საუკეთესო მეორე ადგილოსანი გადის. საერთო ჯამში 16 გუნდი (იხილეთ სავარაუდო ბადე).





ჩვენ








