
მაშინ, როცა ქართული ლეგიონიდან თითქმის ყველა გზაშია და თბილისში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის განწყობას იქმნის, ზურიკო დავითაშვილი და მისი „სენტ ეტიენი" ფრანგულ ლიგა 1-ში გადმოსვლას ცდილობს. ქართველის ფრანგულმა კლუბმა, დღეს სარელეგაციო ეტაპის პირველი რაუნდი საშინაო კედლებში ფრედ, 0-0 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ გუნდებმა მოედანზე გატარებულ დროში, რასაც მსაჯის მიერ კომპენსირებული დროც დაემატა, რეალურად კარში არ დაარტყეს (!). ზურიკო, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, პირველივე წუთზე შეცვალეს. 58-ე წუთზე საჯარიმოს გარედან კარის მიმართულებით დაარტყა ზურიკო დავითაშვილმა, თუმცა, ბურთი დიდი მანძილით ასცდა კარგს. სხვთა შორის, ეს, კარში დარტყმის, ერთ-ერთი იშვიათი მცდელობა იყო ორივე გუნდიდან.
ამ ფლეი-ოფის 107 წუთიანი, მშრალი ისტორია, 29 მაისს, უკვე ნიცაში, ალიანც რივიერაზე გაიმართება და თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.





ჩვენ








