
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალური სერია დაიწყო. ქვეყნის ჩემპიონობისთვის კსუ და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" იბრძვიან. სერიაში გამარჯვებულად ჩაითვლება გუნდი, რომელიც პირველი მოიგებს სამ შეხვედრას. სერიის პირველი დაპირისპირება დღეს გაიმართა.
კსუ-მ 4-1 დაამარცხა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი". ანგარიში, პირველ ტაიმში 06'04'' ირაკლი თოდუამ გახსნა და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" დააწინაურა. 15'05'' წუთზე, ჯანიკო გიორგაიას გოლის შემდეგ, კსუ-მ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის პირველი ნახევარიც ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმში, საბა მაჩიტაძის (27'33'') და ჯანიკო გორგაიას (34'22'') დუბლის შემდეგ, კავკასიელების გუნდი ორი ბურთით დაწინაურდა. შეხვედრას კი, წერტილი ფუტსალის ეროვნული ნაკრებისა და კსუ-ს კარის მცველიმა ალი ასლანმა (39'53'') დაუსვა, შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე.
მატჩის ტექნიკური ჩანაწერი
კსუ სერიაში დაწინაურდა, 1-0. სერიის მეორე შეხვედრა 29 მაისს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








