
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შემდეგ, „რუსთავმა" მოახერხა მესამე ადგილზე გადასვლა. ფაქტია, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, წელს საკმაოდ დაძაბულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ევროტურნირებზე ქართული გუნდებისთვის შემცირებული კვოტაა და შესაბამისად, გუნდებიც საქმის ბოლოსკენ გადადებას, როგორც ხშირად ეს სხვა წლებში მომხდარა ეროვნულ ჩემპიონატებზე, „საქმეს" პირველი თამაშებიდან შეუდგენენ. ფაქტია, ზედა ოთხეულში („იბერია 1999", „ტორპედო", „რუსთავი" და „დინამო თბილისი") პირველ და მეოთხე ადგილებს შორის, სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. ამ ტურის ბოლო ორი შეხვედრა კი, დღეს თბილისში გაიმართა.
მიხეილ მესხი 2-ზე „სპაერსა" და ბათუმის „დინამოს" შორის დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ვიდრე დედაქალაქში გაწვიმდებოდა, გოლების წვიმა, სწორედ ამ შეხვედრის დროს მოვიდა. მე-14 ტურში, მე-14 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა, მას ბუხუტი ფუტკარაძემ აუღო. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 39-ე წუთზე, გურამ ჯაფარიძემ გაიტანა, 45-ე წუთზე კი, უერდი მარამ გაიტანეს და შესვენებაზე, ბათუმი ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, „სპაერმა" თამაშში დაბრუნება მოახერხა. 49-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ ბურთის გაქვითვა მოახერხა. მე-60 წუთზე ლაზარე კუპატაძემ ორჯერ მოახერხა ბათუმელთა კარის გადარჩენა. 69-ე წუთზე მარას საგოლე გადაცემის შემდეგ, გოლი ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა და ორბურთიანი სტატუს-კვო აღადგინა. თუმცა, ამ შეხვედრაში ბათუმელთათვის ყველაფერი ბოლო 10 წუთში შეიცვალა. ზურაბ გოლუბიანის საგოლე გადაცემებს, მე-80 წუთზე გიორგი ბუნტურის, 83-ე წუთზე კი, ნიკოლოზ კენჭაძემ გაიტანეს. ბოლო გოლის მომენტში, კუპატაძემ პირველ მომენტში აუღო კენჭაძეს, თუმცა, დამატებაზე „სპაერის" 20-მა ნომერმა დაწყებული საქმე დაასრულა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. ფაქტია, ბათუმელებმა დღეს საჭირო ქულები დაკარგეს.
ბევრი მომენტი და ბევრი გამოუყენებელი შანსი თამაშში, რომლის ბედიც მე-20 წუთზე გასულმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. სწორედ, ასე შეიძლება დახასიათდეს „რუსთავისა" და „სამგურალის" დაპირისპირება, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე, ძლიერთა შორის დაბრუნებულმა გუნდმა მოიგო. სხვათა შორის, „სამგურალს" რომელსაც ბურთის ფლობის მხრივ, მთელი თამაში ჰქონდა უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების საშუალება, თუმცა, მსაჯმა ჯერ დანიშნა 11-მეტრიანი რუსთაველთა კარში, შემდეგ კი, VAR-ის გადაწყვეტილებით გააუქმა. საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
იხილეთ გათამაშების ცხრილი.
მომდევნო, მე-15 ტურის შეხვედრები 24 და 25 მაისს გაიმართება.





ჩვენ








