ორი „ქართული დერბიდან“ დღეს ერთი გაიმართა, ოდიშარიამ კი, საგოლე გადაცემა მიითვალა
ორი „ქართული დერბიდან“ დღეს ერთი გაიმართა, ოდიშარიამ კი, საგოლე გადაცემა მიითვალა
21.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხუთი სათამაშო დღე, დრო, რაც ქართული ლეგიონის ნაწილს, სანაკრებო შეკრებიდან აშორებს. ლეგიონიდან ორმა, რომელიც ორშაბათიდან, 25 მაისიდან ვილი სანიოლის ნაკრებს თბილისში შეუერთდება დღეს, ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშა.


დღეს, ირაკლი აზაროვის „შახტარმა" უკვე ჩემპიონის რანგში, უკრაინის პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა გამართა და კოვაკივკას „კოლოსთან" 0-1 დამარცხდა. არდა თურანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს სრული სათამაშო დროს დაუთმო.  რაც შეეხება „შახტარის" მოწინააღმდეგე გუნდს, მის რიგებში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს და სრული შეხვედრა ითამაშეს ზურაბ რუხაძემ და ნიკა გაგნიძემ. შეგახსენებთ, რომ ნიკა, აზაროვის მსგავსად, ივნისის თმაშებისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშია გამოძახებული. ერთადერთი გოლი კი, ამ შეხვედრაში მეორე ტაიმის სტარტზევე გავიდა. 49-ე წუთზე ტაჰირიმ გაიტანა.  


დღესვე, საბერძნეთის სუპერ ლიგა გასავარდნი ჯგუფი ერთმანეთს ლუკა გუგეშაშვილის „ატრომიტოსი" და ივა გელაშვილის „პანსერაიკოსი" დაუპირისპირდნენ. თუმცა, შეხვედრაში, რომელსაც არც ერთი კლუბისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, „ატრომიტოსი" გასავარდნ ჯგუფში ყველაზე მაღალ საფეხურზე იყო, „პანსერაიკოსი" კი, ბოლოზე (შესაბამისად, მომავალ სეზონში, ერთით დაბალ ლიგაში ითამაშებს), ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ. თავად, მატჩი, ჩვენების გარეშე, „ატრომიტოსის" გამარჯვებით 6-0 დასრულდა.


ლატვიის ვირსლიგა ლაშა ოდიშარია რფს-ი „ელგავას" დაუპირისპირდა. ქართველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 64 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო, მართალია, თავად გოლი არ გაუტანია, თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, მისმა გუნდმა მეორე გოლი, სწორედ ოდიშარიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში ქართველის გუნდმა გახსნა და საბოლოოდ, 4-0 გაიმარჯვა. მე-14 ტურის შემდეგ, 37 ქულით, რფს სატურნირო ცხრილში ლიდერია.


ქართული ლეგიონის თამაშების განრიგი უახლოეს დღეებში ასე გამოიყურება:


23 მაისი

19:00 აზერბაიჯანის სუპერ ლიგა / „აზალ პკფ" - „ზირა"

19:00 ლიგა ჰაალი ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ბეითარი იერუსალიმი" - „ჰაპოელი" თელ-ავივი 


24 მაისი

19:00 ინგლისის პრემიერ ლიგა / „ლივერპული" - „ბრენტფორდი"

23:00 ესპანეთის ლა ლიგა / „ვილიარეალი" - „ატლეტიკო" მადრიდი

20:30 ესპანეთის ლა ლიგა 2 / „მალაგა" - „რასინგი"

20:15 პორტუგალიის ტაჩა დე პორტუგალი / „სპორტინგი" - „ტორეენსე"


25 მაისი

21:30  ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ცსკა 1948" სოფია - „ლევსკი"

21:30 რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „რაპიდი" ბუქარესტი - „უნივერსიტატია" კრაიოვა


26 მაისი / საპასუხო 29 მაისი

22:45 საფრანგეთის ლიგა 1-ის ფლეი-ოფი / „სენტ ეტიენი" - „ნიცა"