საქართველოს 7-ქალას ნაკრები რაგბი ევროპის ალაფაზე სათამაშოდ ინტენსიურად ემზადება
საქართველოს 7-ქალას ნაკრები რაგბი ევროპის ალაფაზე სათამაშოდ ინტენსიურად ემზადება
18.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მცდელობა და სურვილი დაფუძნდეს რაგბიში 7-ქალას რეგულარული ჩემპიონატი, შესაძლოა სულ აღარ არის შორეული ოცნება. ფაქტია, რომ ქართველ გოგონებს რაგბის თამაში უნდათ და მალე რაგბი ევროპის ალაფაზეც გაემგზავრებიან. თუმცა, ევროპულ სარბიელზე საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამ გზის ერთ მონაკვეთად შეიძლება ჩაითვალოს ტურნირი, რომელიც გასულ უქმეებზე თბილისში ჩატარდა და სადაც 7-კაცასა და 7-ქალას შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.


„ეს წელს მეოთხე ტურნირი იყო ქალთა შორის და მომავალ კვირაში მეხუთე გვექნება. გვაქვს სურვილი, რომ შევქმნათ ქალთა ჩემპიონატი, რომელსაც რეგულარული სახე ექნება და უკვე შემოდგომიდან, განახლებული ძალებით განვაახლებთ მცდელობებს... რამდენიმე ძალიან კარგი, ინტენსიური და დაძაბული თამაში შედგა, რაც ძალიან კარგია. ჩვენთვის ამ ტურნირის დანიშნულება არის, რომ ჩამოვყალიბდეთ სელექციაში და გაფართოებული შემადგენლობიდან შევარჩიოთ ის 14 მოთამაშე, რომლებიც გაემგზავრებიან ჯერ მოსამზადებელ ტურნირზე, მერე კი რაგბი ევროპის ალაფაზე", - ამბობს 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძე.


ტურნირში ოთხი მონაწილე იყო: „პრინცესები", „ლოკომოტივი", „აია" და ნაკრების ბაზაზე შექმნილი გუნდი. მათ პირველ დღეს, 16 მაისს, ჯგუფური ეტაპის სამ-სამი შეხვედრა ჩაატარეს, 17 მაისს კი, 1/2 ფინალები და ფინალები ჩატარდა, სადაც გოგონებმა როგორც ოქროს მედლებისთვის, ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლეს. საბოლოოდ, გამარჯვებული „პრინცესები" გახდა. სოცქსელში ამ მოვლენას, ბევრი ქომაგი გამოეხმაურა და რა თქმა უნდა ხუმრობით, გუნდისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვა, „ამათ, პრინცესები კი არა, ჯიქები უნდა ერქვათო". თუმცა, ეს ხუმრობაც გოგონების ბრძოლის უნარიდან და სპორტის სახეობიდან გამომდინარეობდა.


ისევე, როგორც ყველა სხვა ტურნირზე, აქაც გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშეები. ქალთა შორის საუკეთესო ანა პოღოსიანი გახდა - ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, სათამაშო სახეობებში ქართული ქალთა სპორტის ლეგენდადაც, რომ შეგვიძლია მოვიხსენიოთ.


აქვე გეტყვით, რომ ამავე ტურნირზე კაცთა შორის საუკეთესო მორაგბე მიხეილ ჟოჟოლიანი გახდა. საუკეთესო მელელოვეები - ლაშა კაკაურიძემ (ხვამლი) და გიორგი გამყრელიძემ (არმია) 6-6 ლელოთი. საპრიზო სამეული კი, ასე გადანაწილდა: „არესი", „ლელო" და „დებიუტანტების ნაკრები".


საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ცნობის შესაბამისად, 29-30 მაისს, საფრანგეთში, ქალაქ ჰაგუენაუში მოსამზადებელ ტურნირებს ითამაშებენ საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები. აღნიშნული ტურნირი არის,  „ერთადერთი საერთაშორისო ტურნირი რაგბი7-ში, სადაც ტიერ1-ის, ტიერ2-ისა და განვითარებად გუნდებს, ერთად თამაშის შესაძლებლობა აქვთ. მასში უმეტესად სხვადასხვა ქვეყნების პირველი და მეორე ნაკრებები, ასევე წვეული გუნდები მონაწილეობენ. გარდა ამისა, ტურნირის ფარგლებში, კვირის განმავლობაში, გუნდებს აქვთ ერთობლივი ვარჯიშების ჩატარების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში, მათ განვითარებაში ეხმარება".


რადგან სტატიაში ყურადღება ქალებზე გავამახვილეთ, გეტყვით, რომ 1 მაისს, საქართველოს 7-ქალა პირველ მოსამზადებელ ტურნირს მონაკოში უკვე ჩაატარა. ჰაგუენაუდან კი, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპარინგს გამართავს, ჩვენი გოგონები ხორვატიაში, მაკარსკაში გაემგზავრება, სადაც 5-7 ივნისს რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე ითამაშებენ.



ფოტო: რაგბის კავშირი