
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თინათინ ამბალია ჩეხეთის ჩემპიონია. 19 წლის ქართველი ფეხბურთელი პრაღის „სპარტასთან" ერთად, 24 მაისს ჩემპიონობას „სპარტასთან" ერთად, პრაღაში, საკუთრ კედლებში სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე მყოფ „სლოვაცკოსთან" მატჩის შემდეგ აღნიშნავს, თუმცა, მანამდე „სპარტამ" 54 ქულით, შესაბამისად, ვადამდე ადრე უკვე გაიფორმა ჩეხეთის ჩემპიონობა.
„ჩემპიონობა ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა, მითუმეტეს, პირველ ლეგიონურ სეზონში. პრაღის „სპარტაში" გატარებულმა წელმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. უფრო კონკურენტულ გარემოში თამაში ბევრ რამეში დამეხმარა და მგონია, რომ როგორც ფეხბურთელი, საგრძნობლად განვვითარდი. მომავალშიც მინდა პროგრესი გავაგრძელო და უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლო", - ამბობს თიკო ამბალია TSFF.ge-სთან ლაპარაკში.
შეგახსენებთ, რომ თიკო ამბალიას ლეგიონერული გზა 2025 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ქართველი გერმანულ „ბაიერ ლევერკუზენში" სინჯებზე გაემგზავრა და აღნიშნული გუნდის მაისურით ტესტ -მატჩი „აიაქსის" ქალთა გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა. თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა, რომ ამბალია კარიერას ამ ეტაპზე ჩეხურ „სპარტაში" განაგრძობდა. საერთო ჯამში, ფეხბურთელმა, 2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობად. მართალია, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა საერთო ჯამში, კონკურენტულ ჩემპიონატში, საიდანაც უეფა-ს ქალთა ორ ევროტურნირზე (ჩემპიონთა ლიგა და ევროპის თასი) საერთო ჯამში 3 გუნდს აქვს უფლება თამაშის, მინდორზე 171 წუთი გაატარა, ჩეხეთის ქალთა ლიგა 2-ში კი, ორი გოლიც გაიტანა.
ამბალიას, ზემოთხსენებული საჩემპიონო მატჩის გარდა, ჩეხეთში მიმდინარე ქალთა საფეხბურთო სეზონზე, კიდევ ერთი შეხვედრა აქვს გასამართი, 29 მაისს, ქართველის გუნდი დუბლის გაფორმებას შეეცდება და თასის ფინალში მეორე ადგილოსან „სლავია პრაღას" შეხვდება. თამაში თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული. მისი დასრულების შემდეგ კი, თიკო ამბალია საქართველოში გამოემგზავრება და ქალთა ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება, რომელიც უკვე ჩვენი ქალთა ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ორი თამაშისთვის (ფარერის კუნძულებისა და საბერძნეთის წინააღმდეგ), სწორედ მაისის ბოლოს დაიწყებს მზადებას.





ჩვენ








