
მაისის ბოლოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ნელ-ნელა ივნისის ამხანაგური შეხვედრებისთვის შეკრებას დაიწყებს. სავარაუდოდ პირველი დღეებიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებს ანრი მექვაბიშვილი, რომელმაც რუმინეთის თასის მოგების შემდეგ, დღეს რუმინეთის ჩემპიონობაც იზეიმა. ამასთან ქართველის გუნდმა კრაიოვას „უნივერსიტატიამ", ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში უშუალო მეტოქე კლუჟის „უნივერსიტატია", კიდევ ერთხელ დაამარცხა, ამჯერად ძირითად დროში (შეგახსენებთ, სათასო შეხვედრაში გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა) და თანაც, დიდი ანგარიშით 5-0. ქართველის გუნდელებმა ანგარიში მე-3 წუთზე სწრაფი გოლით გახსნეს, მე-8 წუთისთვის კი, უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. როგორც ჩანს, ასეთი სტარტი ამ მატჩის ბედის გადამწყვეტი აღმოჩნდა. კიდევ ორი გოლი, კრაიოველებმა, მეორე ტაიმის სტარტზე გაიტანეს, რიგით მეოთხე, ჩვენი „მექვაბას" ანგარიშზეა. 59-ე წუთზე, ქართველმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან კლუჟელების დაცვის შეცდომით ისარგებლა გადაცემა ჩაჭრა და უძლიერესი დარტყმით კარში გადააგზავნა. ქართველი 66-ე წუთზე შეცვალეს, 72-ზე კი კრაიოველებმა ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანეს. ბოლო ტურში, კრაიოვას „უნივერსიტატია" ბუქარესტის „რაპიდს" შეხვდება.
ჩემპიონის რანგში ითამაშა დღეს გასვლაზე „კრივბასის" წინააღმდეგ უკრაინის პრემიერ ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა დონეცკის „შახტარმაც". ტრადიციულად არდა თურანმა, ირაკლი აზაროვს არ მისცა სასტარტო შემადგენლობიდან თამაშის დაწყების საშუალება. თუმცა, „სამართალმა" იზეიმა, როდესაც „შახტარის" მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. შესაბამისად, ტრავმირებული გჰრამი, მე-14 წუთზე, სწორედ აზაროვმა შეცვალა. 41-ე წუთზე კი, აზაროვის გადაცემით ანგარიში ტაორემ გახნსნა. „შახტარმა" პირველი ტაიმი 0-2, ხოლო თამაში 2-3 მოიგო.
ჩემპიონობა ვერა, მაგრამ ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილი, ამავე ლიგის ბომბარდირი (15 გატანილი გოლით) ხდება. ჩემპიონობამდე კი, გრაცის „შტურმი" გრაცის „შტურმს" ორი ქულა დააკლდა. ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში „კიტესა" და გიზი მამაგეიშვილის გუნდმა „რაპიდს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თუკი, კიტეიშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა, გიზი, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, „მშრალად" მიმდინარე მატჩში 88-ე წუთზე მოახერხა გოლის გატანა. სწორედ, ქართველის გოლით გაიხსნა ანგარიში და „ლასკს" (რომელმაც 2025-2026 სეზონის ჩემპიონი გახდა) ფეხი, რომ წასცდენოდა, იქნებ, სწორედ ქართველების გუნდი გამხდარიყო ჩემპიონი. ასეა თუ ისე, ივნისის დასაწყისში ქართველებს, იმედია მიხეილ მესხზეც ვიხილავთ.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგს", ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრის შედეგი არც არაფერს მატებდა და არც აკლებდა. მიუხედავად ამისა, ქართველის გუნდმა „ჰანოვერს", რომელსაც ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი ჰქონდა, პირდაპირი გაგებით ბრძოლა გაუჩაღა. ანგარიში „ლოჩოს" გუნდელებმა გახსნეს 25-ე წუთზე. თუმცა, მასპინძლებმა პირველივე ტაიმში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი, 45-ე წუთზე ტაიმიც მოიგეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, „ნიურნბერგმა" კვლავ გაათანაბრა. აი, ამის შემდეგ კი, „ლოჩომ" ყველა „ათრია", მათ შორის საკუთარი თავიც, როდესაც ავტოგოლი გაიტანა 51-ე წუთზე და მასპინძლების წისქვილზე დაასხა წყალი. თუმცა, ამის შემდეგ, ქართველმა მოინდომა და ტაიმის მიწურულს, 83-ე წუთზე, „ჰანოვერის" კარში გაიტანა და გუნდს, ქულა გადაურჩინა. მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა. „ლოჩოს" გუნდმა კი, 46 ქულით, მე-8 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. საერთო ჯამში ლოჩოშვილმა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 33 შეხვედრა გამართა და 5 გოლი გაიტანა.
ნიდერლანდების ერედივიზიონის 34-ე ტურში ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორმა" როტერდამში ადგილობრივი „სპარტა" 2-3 დაამარცხა. ირაკლიმ სრული და სტაბილური შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა კი, 38 ქულით, ნიდერლანდების მთავარ ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა", საშინაო შეხვედრაში „სუმგაიტთან" 2-1 გაიმარჯვა. ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობიდან დღეს „პაპუნამ" დაიწყო, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. 66-ე წუთზე გამოვიდა სათამაშოდ ვოლკოვო. თუმცა, დღეს, ქართველებს გოლები არ გაუტანიათ. „ზირადან" ორივე გოლი 11-მეტრაინია გავიდა და ორივე რუან რენატომ გაიტანა. ქართველების გუნდი, ერთი ტურით ადრე, ჩემპიონატის დასრულებამდე, მე-5 ადგილზეა. ბოლო ტურის გათვალისწინებით, „ზირამ" მაქსიმუმ 56 ქულა დააგროვოს. ეს კი, ევროტურნირებზე მოსახვედრად საკმარისი არ არის.
ლატვიის ვირსლიგას მე-13 ტურში ლაშა ოდიშარიას რსფ, გასვლით შეხვედრაში „აუდას" დაუპირისპირდა და 0-3 გაიმარჯვა. ქართველი სათამაშოდ, 79-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა, დიდად თამაშში არ ჩართულა. მისი გუნდი კი, ამ ტურის შემდეგ, 34 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.
საბერძნეთის სუპერ ლიგაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა ლევან შენგელიას კრეტას „ოფმა" და „ვოლოსი" 3-1 დაამარცხა. ამ მოგებით, ქართველის გუნდმა უეფა-ს ევროპა ლიგის 2026-2027 წლების საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. კრეტელთაგან ბოლო გოლი კი, ქართველმა გაიტანა. შენგელიამ ჩემპიონატი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაასრულა. სხვათა შორის, დღეს, საბერძნეთის სუპერ ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფის მე-6 ტურის შეხვედრა განსაჯა ქართველ მსაჯთა ბრიგადამ გოგა კიკაჩეიშვილის ხელძღვანელობით. ქართველმა მსაჯმა, ბერძნები არ „გააბრაზა" - „პანათინაიკოსისა" და „პაოკის" შეხვედრაში დღეს სრული თანაფარდობა იყო, თუ არ ჩავთვლით VAR-ის მომენტს, როდესაც „პაოკის" გოლი არ ჩათვალეს. პირველ ტაიმში „პაოკმა" ორი გოლი გაიტანა „პანათინაიკოსმა" ორი ყვითელი მიიღო. მეორე ტაიმში კი, გუნდებმა, როლები გაცვალეს. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
პარიზში, „პარიზმა" პსჟ საჩემპიონო დერეფანში გაატარა. შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში პირველი ტაიმი შეუტია, თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, ხვიჩა კვარაცხელიას დაწყებული მორიგი „ავანტიურა" მალე გოლით დაასრულა. გოლი ბარკოლამ გაიტანა. ქართველი, 58-ე წუთზე შეცვალეს. „პარიზმა" კი, მრისხანე მეტოქე, კიდევ ერთხელ დაამარცხა. გოლები 76-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და 2-1 გაიმარჯვა. საბოლოოდ, პსჟ-მ ჩემპიონის რანგში, თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონატი მარცხით დაასრულა. ახლა ქართველის გუნდს, წინ უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს, დაიცვას ჩემპიონთა ლიგის ტიტული, რაც თუკი დემბელეს ტრავმა სერიოზულია, შესაძლოა ოდნავ გართულდეს.
აი, სამი გიორგის წიტაიშვილის, ქვილითაიასა და აბუაშვილის „მეცი" კი, საფრანგეთის ძლიერთა ლიგას დაემშვიდობა. გუნდმა სეზონში მხოლოდ, 17 ქულა დააგროვა დღევანდელი ფრედ (0-0) დასრულებულ მატჩში აღებული ქულის ჩათვლით. ქართველთაგან „ნიცასთან" დაპირისპირებაში მხოლოდ „ქვილითამ" და „აბუმ" მიიღეს მონაწილეობა და ორივე ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. „წიტას" მსუბუქი ტრავმა აქვს. აი, „ნიცას" კი, „ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, 22 და 25 მაისს, ფლეი-ინში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში „რაიო ვალეკანომ" „ვილიარეალს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე, გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშო არ შესულა. მისი გუნდი, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 69 ქულით ჯერ-ჯერობით მე-3 ადგილზეა. ჟორჟის გუნდს განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგაზე საგზური, თუმცა, თუკი ბრინჯაოს მედლების მოგება უნდათ, ბოლო შეხვედრა „ვილიარეალს" მოსაგები აქვს.





ჩვენ








