სეზონის მიწურულს ქართული ლეგიონი გოლების გატანას აგრძელებს - დღეს ორი გოლი გვაქვს...
სეზონის მიწურულს ქართული ლეგიონი გოლების გატანას აგრძელებს - დღეს ორი გოლი გვაქვს...
17.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს გურამ კაშია „სლოვანმა" თბილისში გამოაცილა, გერმანულმა ბუნდესლიგამ კი, ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ში. თუმცა, ვიდრე გურამი ფეხბურთში თავის ახალ ადგილს იპოვის და ვიდრე 2 ივნისს, ჩვენ მას ნაკრებიდან გავაცილებთ, ბუდუ კი, მის გაცილების თამაშში დიდი ალბათობით მონაწილეობას მიიღებს, დღეს, 16 მაისს ქართული ლეგიონის ერთმა ნაწილმა 2025-2026 წლების სეზონი დაასრულა.


დავიწყოთ სლოვაკეთით, სადაც დღეს ჩემპიონშიპის ჯგუფში სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე ქართველებთან კვეთაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ გურამ კაშიას „სლოვანმა" ბოლო ტურამდე გაინაღდა ჩემპიონობა და დღეს, მხოლოდ ნაიკის ლიგის საჩემპიონო თასი აღმართა და გულშემატკივართან ერთად იზეიმა „მიხალოვცეს" უმასპინძლა. გემახსოვრებათ, რომ „მიხალოვცეს" ღირსებას თორნიკე ძოწენიძე იცავს, რომელმაც დღესაც სრული შეხვედრა ჩაატარა და კვლავ საუკეთესო იყო ორივე გუნდში. უბრალოდ ვერსიის დონეზე - მაშინ, როცა 2 ივნისს გვიწევს „კაშოს" გაცილება, ნაკრებს კი, ამხანაგური მატჩები ელის, საინტერესო იქნება თორნიკე ძოწენიძის „გასიჯნვა". უკვე სლოვაკეთის ჩემპიონის რანგში მყოფი „სლოვანი" კი, ქართველი მცველის, თორნიკე ძოწენიძის გუნდმა გასვლაზე 0-2 დაამარცხა და სეზონი მე-5 ადგილით დაასრულა.


ამავე ლიგაში და ამავე ჯგუფში დღეს, საშინაო შეხვედრა წააგო ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამ" ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვასთან" 0-2. ორივე გუნდში ქართველები სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ და სეზონის ბოლო მატჩში თამაშის საშულება მხოლოდ სილაგაძეს მიეცა. „პოდბრეზოვამ" ჩემპიონიშიპის ჯგუფში ბოლო, მე-6 ადგილი დაიკავა. აი, „ჟილინა" კი, 2026-2027 წლების სეზონის ევროტურნირებზე იასპარეზებს (საკვალიფიკაციო ეტაპიდან).


და სლოვაკეთის თემა რომ ამოვწუროთ, დღესვე, ნაიკის ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში ცოტნე კაპანძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ", 3-0 დაამარცხა „ტრნავა". სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში მე-16 წუთზე კაპანაძის გადაცემით, გუეიემ გატანა. 23-ე წუთზე კი, გაგუამ გაიტანა. ქართველების გუნდმა ჩემპიონატი მოგებული თამაშითა და ევროტურნირებზე თამაშის უფლებით დაასრულა.


ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფის ბოლოს წინა შეხვედრა გამართა ლაშა დვალის სოფიის „ცსკა 1948"-მა, კაცნაკლული „ლუდოგორეცი" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე, სწორედ დვალმა გაიტანა. „ლუდოგორეცმა", რომელმაც ვერცხლის მედლებისთვის ბრძოლაში ამ მატჩამდე ქართველის გუნდს ერთი ქულით უსწრებდა, დვალის გოლი VAR-თან დიდხანს აპროტესტა, თუმცა, ბოლო მაინც წაგებას დაყაბულდა. ბულგარეთში ბოლო ტური 25 მაისს არის დაგეგმილი. ასე, რომ ბევრ რამეს სწორედ ეს დღე გადაწყვეტს.


გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის  „ჰამბურგმა" გასვლითი შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა „ლევერკუზენთან". ქართველი განაცხადში იყო, თუმცა მინდრზე არ გამოსულა. „ჰამბურგმა" 38 ქულით, მე-13 ადგილზე დახურა სეზონი.


აი, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი" კი, საშინაო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა „მაინცთან" და ლიგით დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართველის გუნდი მოიგებდა, „ვოლფსბურგი" კი დამარცხდებოდა, „ჰაიდენჰამი" გადათამაშებაში მოხვდებოდა. თუმცა, ბუდუს გუნდმა წააგო, „ვოლფსბურგმა" კი, „ზტ. პაული" 1-3 დაამარცხა და სწორედ, მას მიეცა დამატებითი შანსი, შეინარჩუნოს ადგილი ძლიერა ლიგაში. რაც შეეხება ქართველს, ბუდუმ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.


საბერძნეთის სუპერ ლიგის გასავარდნ ჯგუფში დღეს ბოლოს წინა ტურის მატჩი გამართა ლუკა გუგეშაშვილის „ატრომიტოსთან" გასვლაზე „ლარისას" წინააღმდეგ და 2-1 დამარცხდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი აღნიშნულ ჯგუფში იმდენი ქულით იყო წინ, რომ ბოლო შეხვედრაც რომ წააგოს 21 მაისს „პანსერაიკოსთან", სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მას, ვერავინ გადაასწრებს. ამ ეტაპზე კი, „გუგეშას" გუნდს 43 ქულა აქვს. დღევანდელ შეხვედრაში ლუკამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 90 წუთი იყო.


ესპანეთის ლა ლიგა 2-ში დღეს გიორგი გულიაშვილის „რასინგმა" 4-1 დაამარცხა „ვალიადოლიდი". გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სანტანდერელებს 78 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, თუმცა, „დეპორტივო ლა კორუნიას" იღბალის შემთხვევაში, შეეძლება „რასინგს" კონკურენცია გაუწიოს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს გიორგი 23-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, არაა გამორიცხული, რომ მას დასკვნითი ტურების გამოტოვება მოუხდეს.


პორტუგალიის ლიგაში, ბოლოს წინა ტურში, ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი", რომელიც მე-10 ადგილზეა „ბენფიკა"-სთან 1-3 დამარცხდა. ლომინაძე მოედანზე მხოლოდ 78-ე წუთზე შეუშვეს. ასევე, პორტუგალიის ლიგაში, „სპორტინგისა" და „ჟილ ვისენტეს" შეხვედრაში, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში იყო, ქართველის გარეშე დასრულდა. „სპორტინგმა" 3-0 გაიმარჯვა და ამ მომენტისთვის 82 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატი კი, 24 მაისს დასრულდება. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი სეზონისთვის „ქოჩორა" გუნდს შეიცვლის.


აქვე გეტყვით, რომ მე-9 ადგილით დაასრულა შვეიცარიის სუპერ ლიგა გაბრიელ სიგუას „ლოზანამ", თუმცა, ქართველს 4 აპრილს მიღებული ტრავმის გამო, დღევანდელის ჩათვლით, 6 შეხვედრა გაუცდა.