მხოლოდ „მამარდა“ გაზაფხულს ვერ მოიყვანს
მხოლოდ „მამარდა“ გაზაფხულს ვერ მოიყვანს
16.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ლივერპულის" ფანები არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ ეს სახელოვანი კლუბი, სეზონში, რომელიც დასასრულს უახლოვდება საკუთარ თავს, თავად „უჩალიჩებს". ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც მერსისაიდელების დაცვის ხაზი ჰქვია, ალბათ, კრიტიკას ვერ უძლებს.


ინგლისის პრემიერ ლიგაში 15 მაისს 37-ე ტური გაიმართა, რომელზეც რეალურად, ჩემპიონთა ლიგის საგზური იდო სასწორზე. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" გასვლით მატჩში დაუპირისპირდა „ასტონ ვილას". შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. გარდამავალი ხასიათის თამაში, სადაც თავში, მასპინძლები დომინირებდნენ, მომდევნო ეპიზოდში კი, სტუმრები. თუმცა, ანგარიში სწორედ, მასპინძლებმა გახსნეს. გოლი „მამარდას" კარში, ტაიმის მიწურულს, კარგად შესრულებულ სტანდარტს მოიყვა. „ასტონ ვილა" მარტინს როჯერსმა დააწინაურა და პირველი ტაიმიც მოაგებინა. მეორეში, მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 52-ე წუთზე, ვან დაიკმა გაათანაბრა. 57-ე წუთზე, ოლი უოტკინსმა გაიტანა. 73-ე წუთზე კი, დუბლიც გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ 70-ე და 73-ე წუთებზე ქართველის კარი ორჯერ გადაურჩა გოლს. პირველ შემთხვევაში ბურთმა, ხარიხასა და ძელს შორის ჩაისრიალა. 73-ე წუთზე კი, გოლამდე, „მამარდას" ორმაგი სეივი ჰქონდა. 89-ე წუთზე დუბლის ავტორმა საგოლე გადაცემით მოამარაგა ჯონ მაკგინი, რომელმაც მეოთხედ აიღო სტუმრების კარი. 92-ე წუთზე ვან დაიკმა დუბლიც გაიფორმა, თუმცა, ქულის გადასარჩენად დრო, „ლივერპულს" აღარ დარჩა. ქართველის გუნდმა 4-2 წააგო. ჩემპიონატის დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე, „ლივერპულს" 59 ქულა აქვს, არის მეხუთე ადგილზე, თუმცა, ითამაშებს თუ არა ქართველის კლუბი, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, დამოკიდებულია „ბორმუთზე" და „ბრაიტონზეც", რომლებსაც ამ ტურის შეხვედრა ჯერ არ უთამაშიათ.  თუ, ხვალინდელ ტურში ხსენებული გუნდები გაიმარჯვებენ, ბოლო ტურში, „ლივერპულის" წაბორძიკების შემთხვევაში, მამარდაშვილის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის მიღმა შეიძლება დარჩეს.


საფრანგეთის ლიგა 1-ში გადმოსასვლელ ფლეი-ოფში მოსახვედრად, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" დღეს, 1/2 ფინალში „როდეზის" დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. მშრალი ანგარიშით დასრულებული თამაშის შემდეგ, გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. გუნდებმა 10-10 პენალტი დაარტყეს, აქედან, სენტ ეტიენის შემადგენლობიდან პირველი 11-მეტრიანი, სწორედ, ქართველმა გაიტანა. თუ ვის დაუპირისპირდება ქართველის გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადმოსასვლელ ფლეი-ოფში 17 მაისს, ლიგა 1-ის ბოლო ტურში გაირკვევა - ეს, ან „ნიცა" იქნება, ან „ოსერი". ბოლო ტურამდე ორივეს 31-31 ქულა აქვს.


ქართული ლეგიონის გუნდების ერთი ნაწილისთვის შაბათ-კვირას დაგეგმილი თამაშების განრიგი ასეთია:


16 მაისი

17:00 ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ცსკა 1948" სოფია - „ლუდოგორეცი"

17:30 გერმანიის ბუნდესლიგა / „ლევერკუზენი" - „ჰამბურგი"

17:30 გერმანიის ბუნდესლიგა / „ჰაიდენჰაიმი" - „მაინცი"

19:00  სლოვაკეთის ნაიკის ლიგა, ჩემპიონშიპის ჯგუფი / „დუნაისკა სტრედა" - „ტრნავა"

19:00  სლოვაკეთის ნაიკის ლიგა, ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ჟილინა" - „პოდბრეზოვა"

19:00  სლოვაკეთის ნაიკის ლიგა, ჩემპიონშიპის ჯგუფი / „სლოვანი" - „მიხალოვცე"

20:00 საბერძნეთის სუპერ ლიგა, გასავარდნი ჯგუფი / „ლარისა"-„ატრომიტოსი"

20:00 შვეიცარიის სუპერ ლიგა / „ლოზანა" - „გრასჰოპერსი"

20:30 ესპანეთის ლა ლიგა 2 / „რასინგი" - „ვალიადოლიდი"

23:30 პორტუგალიის ლიგა / „ეშტორილი" - „ბენფიკა"

23:30  პორტუგალიის ლიგა / „სპორტინგი" - „ჟილ ვისენტე"


17 მაისი

14:00 უკრაინის პრემიერ ლიგა / „კრივბასი" - „შახტარი" დონეცკი

16:30 ავსტრიის ბუნდესლიგა / „შტურმი" გრაცი - სკ „რაპიდი"

16:30 ნიდერლანდების ერედივიზიონი / „სპარტა" როტერდამი - „ექსლესიორი"

17:30  გერმანიის მეორე ბუნდესლიგა / „ჰანოვერი" - „ნიურნბერგი"

18:00 აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა / „ზირა" - „სუმგაიტი"

18:00 ლატვიის ვირსლიგა / „აუდა" - რსფ

18:00  საბერძნეთის სუპერ ლიგა / „ოფი" კრეტა - „ვოლოსი"

20:45 ხორვატიის ჩემპიონატი / „ისტრა 1961" - „რიეკა"

21:30 რუმინეთის სუპერლიგა ჩემპიონშიპის ჯგუფი / კრაიოვას „უნივერსიტატია" - „უ. კლუჟი"

23:00 საფრანგეთის ლიგა 1 / „პარიზი" - პსჟ

23:00 საფრანგეთის ლიგა 1 / „ნიცა" - „მეცი"