ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია!
ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია!
12.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

11-დან 14 მაისის ჩათვლით მიუნხენში  ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს პარატაეკვანდოში, სადაც ქართული გუნდი მონაწილეობს. დღევანდელი დღე, ჩვენი სპორტსმენებისთვის განსაკუთრებულად იღბლიანი გამოდგა. ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია.


-52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი ფინალში ბევრად გამოცდილ, ევროპის ოთხგზისა და მსოფლიო ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსან თურქ მერიემ ბეთიულ ჩავდარს დაუპირისპირდა და ორ რაუნდში დაამარცხა. ქართველმა პარასპორტსმენმა ქალმა პირველი რაუნდი 8-0, ხოლო მეორე 12-4 მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.


მიმდინარე  კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხმა ქართველმა პარა ათლეტმა მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოგება - ლიკა ჩაჩიბაიამ (-47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (-70 კგ), ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (-52 კგ), რომლისთვისაც სადებიუტო ჩემპიონატი იყო.