
დღეს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ბოლო შეხვედრები გაიმართა. ორივე მატჩი თბილისში გაიმართა და საერთო ჯამში საკმაოდ ბევრი გოლიც გავიდა. დავიწყოთ თამაშით, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართა. „სპაერმა" „გაგრას" უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში, ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა, თუმცა, ალბათ, უფრო მეტი გაგრელებს, რომლებიც მცირე სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ. ტაიმის მიწურულს კი, გოლი „სპაერმა" გაიტანა, 44-ე წუთზე გიორგი ბუნტურმა გახსნა ანგარიში. ტაიმის მიწურულს, გოლის გატანის შანსი ჰქონდა თორნიკე ასკურავასაც, რომელმაც კარგად გაამწვავა ფლანგიდან, თუმცა, გაგრელთა მეკარეს ოლეკსანდრ ვორობეის ვერ აჯობა. 72-ე წუთზე მასპინძლებმა მორგი შანსი გამოიყენეს და კვლავ გაიტანეს. ეს ამჯერად, გიორგი ცეცხლაძემ გააკეთა. გაგრელთა შორის კი, კარგად შემოვიდა დავით მუჯირი, რომელსაც 85-ე წუთზე ბუხუტი ფუტკარაძემ აუღო. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გაგრელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა გიგა სამხარაძემ. 12 ტურის შემდეგ, „სპაერს" 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.
მე-4 ადგილზე გადაინაცვლა დღევანდელი თამაშის შემდეგ „დინამო თბილისმა", რომელმაც პეტრო არენაზე, „რუსთავი" 2-3 დაამარცხა. ანგარიში სწრაფი გოლით დინამოელებმა გახსნეს. პირველივე წუთზე მოპოვებული კუთხური, რომელიც ნიკა ნინუამ ჩამოაწოდა, გოლით დაასრულა აბდულაი იორომ. 21-ე წუთზე მამუკა კაპანაძის ჩაწოდების შემდეგ, თითქმის პენალტის ნიშნულიდან, გიორგი ლორიას კარში იუტა ნაკანომ გადააგზავნა თავით და ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე ნიკა ნინუა მორიგ საგოლე გადაცემას ასრულებს - ამჯერად, რუო მონტეიროს გააქვს და „დინამო თბილისს" კვლავ აწინაურებს. ზუსტად ორ წუთში ჯეკსონ კენიომ თითქმის მინდვრის ცენტრიდან წაიღო ბურთი და საჯარიმო მოედნის ხაზიდან, ლორიას აუღებელი დაურტყა. ანგარიში კვლავ გათანაბრდა, 2-2. შესვენების შემდეგ, სტუმართა გუნდმა მოახერხა მეტოქისთვის თავისი თამაში მოეხვია რუსთაველებისთვის თავზე. რეალურად მასპინძლებმა მატჩის მიწურულს შექმნეს თბილისელთა კართან ხიფათი, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლოზ ქუთათელაძე, ლორიას „ვერ ააცილა" ბურთი. თუმცა, ამ მომენტამდე, მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში, 55-ე წუთზე, მათე ვაწაძემ, მაკრატელათი გაიტანა და „დინამო თბილისი" ამ შეხვედრაში მესამედ და საბოლოოდ დააწინაურა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით ბოლოს 15-20 წუთში, სტუმრებს შეეძლოთ რამდენჯერმე „დაესრულებინათ" ეს თამაში, თუმცა, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მომენტების რეალიზების სიმცირე, თემურ ქეცბაიას სამწვრთნელი გუნდის დიდი დილემაა.
შეგახსენებთ, რომ გათამაშებას, 24 ქულით „იბერია 1999" ლიდერობს. მეორე ადგილზე შეინარჩუნა მარცხის მიუხედავად ადგილი „რუსთავმა", რომელსაც 19 ქულა აქვს. 19 ქულა აქვს გორის „დილასაც", რომლის მთავარი მწვრთნელი ვინაობა დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში გაირკვევა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახლაგაზრდა ქართველ მწვრთნელთან ლევან კორღალიძესთან, ბოლო დეტალები თანხმდება და დიდი ალბათობით, მალე ეს დანიშვნაც გაოფიციალურდება.
რაც შეეხება „დინამო თბილისს", რომელსაც ქეცბაიას მოსვლის შემდეგ წაუგებელი ციკლი აქვს და ნელ-ნელა 11 კაცით დაიწყო მისმა გუნდმა თამაში, 18 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა.
სრული ცხრილი იხილეთ ბმულზე. მომდევნო ტური კი, 15, 16 და 17 მაისს გაიმართება.
ფოტო: სპაერი





ჩვენ








