ლაშა ბექაურის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - 301-ე ბრძოლის ჟინზეა!
ლაშა ბექაურის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - 301-ე ბრძოლის ჟინზეა!
05.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაური პირად სოციალურ ქსელში სამედიცინო დაწესებულის პალატიდან ფოტოები მინაწერით: „Operation (შესრულებული), მზად ვართ ბრძოლისთვის 301-ე". მოგეხსენებათ, დღეს საფრანგეთში, კონკრეტულად კი, ბურჟიში, Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა.


წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით ბექაურს ოპერაცია, მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანმა ფრანგმა სპეციალისტებმა პასკალ ბუალომ და ჟან-კრისტიან ბალესტრამ გაუკეთეს. „301-ე არაგველი", რომელიც პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ქართველ ექიმთან ნიკა ხუნგურუასთან ერთად გაემგზავრა, წარმატებული ოპერაციის შემდეგ, თავს კარად გრძნობს. მისი ჯანმრთელობის შესახებ


ტატამზე დაბრუნებამდე კი, ქართველის ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი მოუწევს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, ბექაური, იმისა მიუხედავად, რომ ოლიმპიური ლიცენზიების „სეზონი" ულან-ბატორის გრან სლემიდან იწყება, 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებამდე სრულ მზადყოფნაში იქნება მესამე ოლიმპიური ოქროს შესატევად. სპორტსმენის უახლოესი გარემოცვა იმედოვნებს, რომ ლაშა ერთ თვეში ვარჯიშის დაწყებას შეძლებს. ოპერაციის შემდეგ კი, მათივე გადმოცემით, ლაშა აცხადებს, რომ ბრძოლის ჟინზე არის.


შეგახსენებთ, რომ ლაშამ ტრავმა თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს მიიღო. თუმცა, ჯუდოკამ ამისდა მიუხედავად დარჩენილი ყველა შეხვედრა იბრძოლა, თუმცა, ამ ჯერზე მედლის გარეშე დარჩა.