ტატა მატვეევას 16-წლამდე ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს
ტატა მატვეევას 16-წლამდე ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს
04.05.2026
ავტორი:

სფფ-ის ინფორმაციით, 6-დან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი ბაქოში ჩატარდება, ჩვენი ნაკრები კი, მეზობელ ქვეყანაში ხვალ, 5 მაისს გაემგზავრება. ტატა მატვეევას გუნდი სამ შეხვედრას გამართავს:


6 მაისი, 12:00 /  საქართველო - რუმინეთი

8 მაისი, 12:00 /  საქართველო - ლიეტუვა

11 მაისი, 12:00 /  აზერბაიჯანი - საქართველო


„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებმა მეტი მოტივაცია მიიღონ, რათა შედეგი ვაჩვენოთ. ვფიქრობ, რომ ისეთ ქვეყნებთან გვიწევს თამაში, რომლებთანაც ბრძოლა ღირს და მჯერა, მაქსიმალურად შეეცდებიან დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ", - ამბობს ტატა მატვეევა, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


აღნიშნული ტურნირისთვის ჩვენი გუნდი რამდენიმე 27 აპრილიდან  სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბა და სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშა. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობაში 18 ფეხბურთელია შეკრებილი, მათ შორის -მეკარეები: ელენე ბონდარევა („კვარტალი", თბილისი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); მცველები: ანასტასია მარგიანი („ვინგსი"), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), ბარბარე მანაგაძე („მართვე", ქუთაისი), სესილი სვანიძე („კოლხეთი", ხობი), ნინი ვეკუა („ნორჩები", თბილისი), ელენე თვალჭრელიძე („მართვე", ქუთაისი), ანი დავითულიანი („ვერე", თბილისი); ნახევარმცველები: თამარ მარუაშვილი („მართვე", ქუთაისი), ნინო სხირტლაძე („რუსთავი"), ნინო აბულაძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი", თბილისი), ანა დოლიშვილი („კვარტალი", თბილისი), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი", თბილისი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური („ფუენლაბრადა ატლანტისი", ესპანეთი); თავდამსხმელები: სოფია წიქარიძე („დინამო", სოხუმი), სესილი გაბრელიანი („ვერე", თბილისი).


სფფ-ის ფოტო