ესტაფეტა „ლობჟანამ“ აიღო, „კიტემ“ საგოლე მიითვალა
ესტაფეტა „ლობჟანამ“ აიღო, „კიტემ“ საგოლე მიითვალა
04.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩვენ კი ძალიან გვინდოდა, შაბათს დაწყებული გოლების აღლუმი დღესაც გაგრძელებულიყო, თუმცა, დღეს მხოლოდ კიტეიშვილის საგოლე გადაცემით შემოვიფარგლეთ. აი, ესტაფეტა კი, აშშ-ს MLS-ში საბა ლობჟანიძემ შეგვახსენა თავი, ჟორჟისა და ბუდუს „ესტაფეტა" გადაიბარა, „მონრეალს" დუბლი გაუტანა. „ატლანტა იუნაიტედისა" და „მონრეალის" შეხვედრაში, სტუმრები მე-6 წუთზე დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე კი, მასპინძლებმა ქართველის გოლით გაათანაბრეს. საბამ, მისი ნაკრების თანაგუნდელების მსგავსად, ბურთი მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და ბურთი მარჯვენა ფეხით კარისკენ გაუშვა, 1-1. „ლობჟანას" გუნდი, პირველი ტაიმის შემდეგ, 2-1 იგებდა. აი, მეორე ტაიმში კი, საბამ კიდევ ერთხელ გაიტანა, ამჯერად, მარცხენა ფეხით. მისმა გუნდმა კი, 3-1 გაიმარჯვა.


ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი", ჩემპიონატის დასრულებამდე  ორი ტურით ადრე, 31 ქულით პირველ ადგილზეა. თუმცა, უშუალო კონკურენტს, „ლასკს" 30 ქულა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე, რომ ამ მხრივ, ავსტრიაში ბოლო ტურის დასრულებამდე, არაფერი იქნება ცნობილი. დღეს კი, ქართველების გუნდმა, გასვლით შეხვედრაში „ზალცბურგთან" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.  „შტურმის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გიზი, რომელიც 73-ე წუთზე „კიტემ „ შეცვალა. სწორედ, კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს გრაცელებმა გოლი და ქულა  გადაარჩინეს.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, სამი ტურით ადრე სეზონის დასრულებამდე, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" ფრედ, 1-1 ითამაშა გასვლითი შეხვედრა „გროიტერ ფიურტისთან". ქართველმა რომელიც ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და უცვლელად ითამაშა, კიდევ ერთხელ, სტაბილურად კარგი შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი, 32-ე ტურის შემდეგ, 42 ქულით, მე-9 ადგილზეა.


ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი" საშინაო შეხვედრაში „უესკას" დაუპირისპირდა და 4-2 გაიმარჯვა. ქართველმა, რომელსაც წინა ტურში ორი გოლი VAR-მა გაუუქმა, კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 73 წუთი დაჰყო. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ქართველის გუნდი 72 ქულით პირველ ადგილზეა და ყველაზე ახლის არის ლა ლიგაში გადასასვლელად. თუმცა, წინ ჯერ კიდევ, ოთხი ტურია.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა" 49 ქულით მე-4 ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება უეფა-ს კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ გუნდებს. თუმცა, ქართველების გუნდს, კიდევ ერთი შანსი რჩება ზაფხულიდან ევროტურნირებზე ასპარეზობის. ამისთვის „ზირამ" 13 მაისს აზერბაიჯანის თასი უნდა მოიგოს „საბაჰთან" დაპირისპირებაში, რომელიც თავის მხრივ, პრემიერ ლიგას 75 ქულით ლიდერობს. ამ უქმეებზე კი, „ზირამ" გავარდნის ზონაში მყოფი „გაბალა" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, მე-80 წუთზე „პაპუნა" შეცვალეს.


სტაბილურად კარგი შეხვედრა ჰქონდა რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი ანრი მექვაბიშვილის. თუმცა, მის „უნივერსიტატიას" მაისში დარჩენილ ოთხ თამაშში, საიდანაც ერთი თასის მატჩია, მაქსიმალური კონცენტრირება მართებს. მანამდე კი დღეს კრაიოველებმა  „დინამო" ბუქარესტი 2-1 დაამარცხეს და 45 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ მე-4 წუთზე შეცვალეს.


გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის" საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა თუმცა, ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურის მატჩი, „ლივერპულმა" გასვლაზე,  „მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა და 3-2 წააგო. ქართველის გუნდი, 58 ქულით, მე-5-6 ადგილებს იყოფს „ასტონ ვილასთან". შემადგენლობაში იყო, თუმცა, ნოდარ ლომინაძისთვის სათამაშო დრო არ მიუციათ „ეშტორილში", პორტუგალიის ლიგის  32-ე ტურში „ბრაგას" წინააღმდეგ. გასვლით შეხვედრაში ქართველის გუნდმა ფრედ, 1-1 ითამაშა.