„ბაიერნი“ ქართველებს გვიყვარს - კვარას მერე რეკორდმაისტერს ორი ბუდუმ გაუტანა, დუბლი გაიფორმა ჟორჟმაც
„ბაიერნი“ ქართველებს გვიყვარს - კვარას მერე რეკორდმაისტერს ორი ბუდუმ გაუტანა, დუბლი გაიფორმა ჟორჟმაც
03.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ საინტერესო შაბათი გამოვიდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი თავდამსხმელის დუბლით - ქართველმა მორიგი დუბლი შეუსრულა რეკორდმაისტერს. „კვარას" შემდეგ" „ბაიერნს" ბუდუმ გაუტანა და „გვირილობა" ალიანს არენაზე აღნიშნა. დუბლი აქვს ჟორჟისაც, მართალია, ჯერ მხოლოდ „ლევანტესთან", თუმცა, დიდი ალბათობით ეს დროის ამბავია და კიდევ წილისყრის, რომელმაც „ბომბარდირის" გუნდი ევროტურნირზე მიუნხენელებს უნდა დაუწყვილოს.


თუმცა, ვიდრე „კვარა" გიორგობა დღეს, კიდევ ერთხელ შეეცდება „ბაიერნის" კარის ბადის შერხევას, გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონობას გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ზეიმობს. დღეს „სლოვანმა" სლოვაკეთის ნაიკის ლიგა ჩემპიონშიპის ჯგუფი შეხვედრაში უშუალო კონკურენტს  გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდა და 79-ე წუთზე ბარშეგიანის გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. ამ მოგებით „სლოვანმა" 65 ქულა დააგროვა და 10 ქულით გადაასწრო მეორე ადგილზე მყოფ „დუნაისკა სტრედას". ბრატისლაველთა განაცხადში ქართველი იყო, თუმცა, კაშო სათამაშოდ არ შესულა.


ხვიჩა კვარაცხელიასა და დემბელეს გარეშე, რომლებსაც ლუის ენრიკე, 6 მაისისთვის ასვენებს,  დღეს პსჟ-მ ფრედ, 2-2 ითამაშა „ლორიანთან" და სამი ტურით ადრე საფრანგეთის ლიგა 1-ის დასრულებამდე 70 ქულით გათამაშებას ლიდერობს. სრულიად განსხვავებულია სამი გიორგის წიტაიშვილის, ქვილითაიასა და აბუაშვილისმეცის" ამბავი. ქართველების გუნდმა დღევანდელი ტურის შეხვედრა მსაჯის მიერ, თამაშისთვის კომპენსირებულ დროში წააგო1-2 მონაკოსთან და ოფიციალურად „ჩაიბარა" მომავალ სეზონში ლიგა 2-ის საგზური. ქართველებიდან 32-ე ტურის ეს შეხვედრა „წიტამ" და „ქვილითამ" დაიწყეს. წიტაიშვილმა ტრადიციულად სრული შეხვედრა ჩაატარა, აბუაშვილი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, 81-ე კი ქვილითაია შეცვალეს. ჩვენებურებიდან, ამ შეხვედრაში ჩვენი სუბიექტური მოსაზრებითაც ყველაზე კარგი მატჩი „აბუს" გამოუვიდა.


მომავალ სეზონში, ლიგა 1-ში ამოსასვლელად საქმეს ირთულებს ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი". ქართველის გუნდი, ლიგა 2-ის 33-ე ტურში, ტრავმირებული ზურიკოს გარეშე გასვლით შეხვედრაში „როდეზის" შეეჭიდა, რომელსაც დღევანდელი ტურის შემდეგ,  2 ქულით უსწრებს. თუმცა, ამ მატჩის მოგების შემთხვევაში, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით „სენტ ეტიენი" 60 ქულას დააგროვებდა და მეორე ადგილზე გადავიდოდა. შესაბამისად, ბოლო ტურში, აუტსაიდერ „ამიენისთან" წარმატების შემთხვევაში, ლიგა 1-ის საგზურს პირდაპირი წესით მოიგებდა. თუმცა, დღეს, „სენტ ეტიენმა" 2-1 წააგო და ლიგა 1-ის ფლეი ოფის ფინალში, მოსახვედრად დარჩენილ ტურებში განსაკუთრებით მოუწევს გარჯა. 


„ბაიერნისთვის" ქართული დღეები გრძელდება - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის შემდეგ, გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში, 22-ე წუთზე რეკორდმაისტერს ბუდუ ზივზივაძემ გაუტანა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი მესამე თამაშია ზედიზედ ახერხებს გოლის გატანას. ბუდუმ ეს არ იკმარა და 76-ე წუთზე იონას ურბიგის, აუღებელი დაურტყა. ქართველის „ჰაიდენჰაიმს" 3 ქულამდე წამები დააკლდა. „ბაიერნს" ქულა ოლისემ გადაურჩინა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. უხვგოლიანი სერია კი, ფრედ, 3-3 დასრულდა. ბუდუს გუნდს 23 ქულა აქვს და კვლავ ბოლო ადგილზე აქვს, თუმცა, ქართველის გუნდი ინარჩუნებს შანსს მოხვდეს ფლეი-აუთში და ძლიერთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლოს.


ამ შეხვედრის პარალელურად, ფრანკფურტში „აინტრახტმა" „ჰამბურგს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე, 68-ე წუთზე, ტრავმირებული ჯატას ნაცვლად შევიდა. ამ მომენტისთვის ანგარიში უკვე ზემოთხსენებული იყო. ზოგადად, ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზევე მასპინძლებმა გახსნეს. თუმცა, სამ წუთში სტუმრებმა გაათანაბრეს, 59-ე წუთზე კი, „ჰამბურგი" უკვე წინ იყო ანგარიშში. ამ მოგებით, ქართველის გუნდმა 7 მარტის შემდეგ, პირველი შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ გუნდს, დღევანდელ თამაშამდე, ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა აღებული. დღევანდელი ტურის შემდეგ კი, „ჰამბურგი" 34 ქულით მე-13-დან, მე-11 ადგილზე ამოვიდა.


ლა ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი" 68 ქულით სატურნიროც ცხრილში კვლავ ინარჩუნებს მესამე ადგილს. „ლევანტესთან" 34-ე ტურის საშინაო შეხვედრაში კი, „ბომბარდირის" გუნდმა, მეტოქე 5-1 დაამარცხა. ჟორჟმა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა 74-ე წუთზე შეცვალეს. თუმცა, მანამდე, ქართველმა, რომელსაც უყვარს გოლების გატანა დუბლი გაიფორმა. 38-ე წუთზე, ქართველის მისამართით გაკეთებული გადაცემისას, ბურთზე კი დაასწრო მეტოქემ, თუმცა, უყურადღებოდ ითამაშა, ჟორჟმა კი მოპარა ბურთი და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი ქართველმა პეპეს გადაცემის შემდეგ 68-ე წუთზე გაიტანა.


მოკლედ, „ჩვენც მოგვატყუეს მაკარ",  ინგლისის ჩემპიონშიპის ბოლო ტურში, 18 წლის ქართველი ფეხბურთელის ნიკოლოზ ჩიქოვანის დებიუტი არ შედგა. ბევრი დეტალის მიუხედავად, რომელთა მიხედვითაც ქართველს ამ შეხვედრაში მცირეოდენი სათამაშო დრო მაინც უნდა მიეღო, „უოტფორდის" სამწვრთნელო შტაბი, მესამე ქართველს, გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის გამო, აშკარად, არ სწყალობს. „ქოვენთრისთან" შეხვედრაში, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან, რომელიც ფაქტიურად უკვე პრემიერ ლიგის 2026-2027 წლების სეზონის მონაწილე გუნდია,  ქართველების გუნდი, საშინაო შეხვედრაში 0-4 განადგურდა. ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს, მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა კარგი თამაში, საბოლოოდ, ორივე 62 წუთზე შეცვალეს. ამ მომენტისთვის, „უოტფორდი" უკვე 0-3-ს აგებდა. აღსანიშნავია, რომ ქართველების გუნდს, 17 მარტის შემდეგ არ მოუგია. ამ დროიდან მოყოლებული რვა შეხვედრაში გუნდმა, მხოლოდ ორი თამაში მოიგო. ამას გარდა, ბოლო ხუთი ტური წააგო. საბოლოოდ, კი გადარჩა ლიგით დაქვეითებას და სეზონი 57 ქულით მე-16 ადგილით დაასრულა, თუმცა, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გუნდში, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. თან, „უოტფორდისთვის" მსგავსი რამ, არახალია.


ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში  ლაშა დვალის „ცსკა 1948" გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა სატურნირო ცხრილის ლიდერთან  „ლევსკითან". ქართველმა მცველმა ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. ჩემიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, 62 ქულა აქვს და დიდი ალბათობით, უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად „ლუდოგორეცთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ჩემპიონატს კი, „ლევსკი" ლიდერობს 76 ქულით.  


წააგო ლუკა გუგეშაშვილის „ატრომიტოსმაც", რომელიც საბერძნეთის სუპერ ლიგის გასავარდნი ჯგუფი მე-6 ტურში გასვლით შეხვედრაში „ასტერას ტრიპოლისის" დაუპირისპირდა და 4-2 წააგო. ქართველი მეკარე, მცირე შესვენების შემდეგ, კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და საკუთარი გუნდიდანაც ერთ-ერთი მაღალი შეფასება დაიმსახურა. თუმცა, ამან მის გუნდს ვერ უშველა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ქართველის გუნდს 40 ქულა აქვს და მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, რომ გუნდი სუპერ ლიგა 2-ში გავარდეს. ამისთვის „ატრომიტოსმა" დარჩენილი ოთხივე მატჩი უნდა წააგოს,  „ასტერას ტრიპოლისმა", რომელიც დღევანდელი მოგების მიუხედავად, მაინც ბოლოს წინა ადგილზეა, ასევე, „პანსერაიკოსმა" ყველა შეხვედრები უნდა მოიგოს. ამის შემდეგ, კი „დათვლაში" დამატებითი ფაქტორები ჩაერევიან.


ნიდერლანდების ერედივიზიონის 32-ე ტურში ირაკლი იეღოიანია „ექსელსიორმა" გასვლით შეხვედრაში დაძაბულ შეხვედრაში 2-3 დაამარცხა „გრონინგენი". საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეუცვლელად ითამაშა და კვლავ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენიანის გუნდი ორჯერ აგებდა და ორჯერ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი, „ექსელსიორმა" მატჩის ბოლო, 90-ე წუთზე გაიტანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ერედივიზიონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ირაკლის გუნდმა 34 ქულა დააგროვა და პირველ დივიზიონში დაქვეითებას თავი დააღწია, თუმცა, მშვიდად ყოფნისთვის იეღოიანის გუნდს, დარჩენილ ტურებში, მინიმუმ ერთი თამაშის მოგება სჭირდება.


ისრაელის ლიგა ჰალი, ჩემპიონშიპის ჯგუფი ლუკა გადრანის „ბეითარი" იერუსალიმმა 4-2 დაამარცხა თელავივის „მაქაბი". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 88-ე წუთზე შეცვალეს.  მისი გუნდი, 30 ტურის შემდეგ, 67 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.


ეს დღევანდელი დღე - ხვალ კი, მორიგი ლეგიონერების მორიგი სათამაშო დღეა.