ქუთაისის „ტორპედოს“ პირველი ტურის შემდეგ სამეულთან ქულა აშორებს
ქუთაისის „ტორპედოს“ პირველი ტურის შემდეგ სამეულთან ქულა აშორებს
27.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე „იბერია 1999"-მა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ეს მონაკვეთი 17 ქულით დაასრულა. მას ერთი ქულით „დილა" ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ტურის და პირველი წრის ბოლო შეხვედრა ქუთაისის „ტოროედომ" ბათუმში „დინამო" დაამარცხა, იმერულმა კლუბმა პირველი წრე, სამეულში მაინც ვერ დაასრულა. სამეულში კი, წრე ძლიერთა შორის დაბრუნებულმა „რუსთავმა" მიახერხა მოხვედრა.


დღეს, მე-9 ტურის ბოლოსწინა შეხვედრა თბილისში, „პეტრო არენაზე" გაიმართა. „გაგრამ" ქულები გაიყო „მეშახტესთან" გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე, გოლი სტუმრებმა გაიტანეს. მირიან ჯიქიას გადაცემის შემდეგ, ცოტნე ფაცაციამ მისთვის ჩვეულ სტილში შორი მანძილიდან ოლეკსანდრ ვორობეის აუღებელი დაურტყა და „მეშახტე" დააწინაურა.  42-ე წუთზე ვანდერსონ სილვას ფლანგიდან ჩაწოდებული ილია სკრიპნიკმა თავით გადააგზავნა სტუმართა კარში. ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმში, გაგრელებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა, რამდენიმე მომენტში მათ ძელი დაეხმარა. ბოლოს კი, ლევან შოვნაძემ ითამაშა კარგად და გუნდს, ქულა გადაურჩინა.


ბოლო შეხვედრა კი, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" გაიმართა. ადგილობრივმა „დინამომ" ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი ბათუმელთა კარში მატჩის საწყის წუთებზევე გავიდა, თუმცა, VAR-მა ლადო მამუჩაშვილის გატანილის დროს, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. აქვე ვთქვათ, რომ „მამუჩამ" მაინც გაიტანა, 65-ე წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემით. თუმცა, მანამდე ქუთაისლებს უკვე ჰქონდათ ორი გოლი გატანილი. პირველი, ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე დიეგო დეისაძემ შექმნა - ეს 21 წლის ფეხბურთელის მეორე გოლია ეროვნულ ლიგაში. მეორე ტაიმში, გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ, მატეო შიმიჩიმა გაიტანა.


ეროვნული ლიგის მეორე წრე 1 მაისს დაიწყება. მე-10 ტურის თამაშები 1 და 2 მაისს გაიმართება.


სატურნირო ცხრილი