
ქართული ლეგიონისთვის მორიგი სათამაშო დღე ირაკლი იეღოიანის გოლით დაიწყო. ქართველმა 68-ე წუთზე გაიტანა. VAR-მა კი, დიდხანს იფიქრა ჩათვალა თუ არა ეს გოლი და საბოლოოდ, ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ამ მომენტისთვის ირაკლის გუნდი 3-0-ს იგებდა, შესაბამისად იეღოიანის გოლი „ექსელსიორისთის" მეოთხე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ირაკლის მეორე ტაიმში გოლი 63-ე წუთზეც შეეძლო და ზოგადად, კიდევ ორი მომენტი ჰქონდა. თუმცა, ირაკლის ერთს გოლს დასჯერდა, რადგან ის, 76-ე წუთზე შეცვალეს. ნიდერლანდების ერედივიზონის 31-ე ტურის ეს შეხვედრა კი „უტრეხტთან" საბოლოოდ 5-0 დასრულდა. ამ მოგებით, იეღოიანის გუნდს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა.
ტრადიციულად სტაბილური შეხვედრა ჩაატარა და მაღალი შეფასება მიიღო ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ნიურნბერგმა" „მაგდებურგი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. „მაქს-მორლოკის" სტადიონზე მასპინძლებმა ანგარიში რაფაელ ლუბახის გოლით, მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ მეორე წუთზე გატანა. სატურნირო ცხრილში „ნიურნბერგი" 41 ქულით მე-8 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში საფეხბურთო პიგ-პონგის სახე მიიღო 31-ე წუთის დაპირისპირებამ „ლე ავრისა" და ქართველების „მეცს" შორის. სტუმარი გუნდის ქართული ლეგიონიდან სასტარტო შემადგენლობიდან თამაში გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ დაიწყეს და სწორედ, მათი უშუალო მონაწილეობით, „მეცმა" პირველ ტაიმში ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. პირველად, მე-9 წუთზე ქვილითაიამ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 1-1. ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, 11-მეტრიანი წიტაიშვილმა გამოიმუშავა. „მეცმა" პენალტი გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბარდა, 2-2. მეორე ტაიმში, თამაში, იმავე სცენარით გაგრძელდა. „ლე ავრიმ" 50-ე წუთზე 11-მეტრიანი გაიტანა. „მეცმა" ოთხ წუთში კვლავ გაათანაბრა 3-3. 61-ე წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ. 85-ე წუთზე კი, ჰეინიმ, კიდევ ერთხელ გაათანაბრა, 4-4. ქართველებს, რომ დავუბრუნდეთ, ქვილითაია, 83-ე წუთზე შეცვალეს. ამავე დროს გამოჩნდა მინდორზე ჩვენი მესამე ქართველი გიორგი აბუაშვილი, რომელსაც ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, შეიძლება „სამქულიანიც" თუმცა, „აბუს" დარტყმულს მეკარე დახვდა. ზოგადად, სათამაშო დროიდან გამომდინარე, ქართველებს იმ დროში რაც მიეცათ კარგი თამაში ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ორივე მონაწილე ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძოდა. ჩვენთვის სამწუხაროდ, დღევანდელი მარცხით, „მეცი" ლიგა 1-ში დაქვეითებას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ის, კვლავ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგა ჩემპიონშიპი ჯგუფის შეხვედრა გრაცის „შტურმსა" - ვენის „აუსტრიას" შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გუნდი, მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა 51-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ, 0-1 ახერხებდა. ანგარიშის გათანაბრების შანსები ჰქონდათ ქართველებსაც. გოლი ვერა, მაგრამ ანგარიში სწორედ ქართველის, კერძოდ გიზი მამაგეიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ გავიდა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. თუმცა, ეს გადარჩენილი ქულა გრაცელებისთვის დიდი შვება არ იყო, რადგან, ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „შტურმს" ქულებით „ლასკი" გაუთანაბრდა (30-30 ქულა), რომელმაც დღეს „ჰარტბერგი" 1-5 გაანადგურა.
უკრაინის პრემიერ ლიგის 25 ტურში, როგორც იქნა, არდა თურანმა ჩვენს ირაკლი აზაროვს მისცა „წყალობა" და სათამაშო დრო. „კუდრივკასთან" გასვლით შეხვედრაში ირაკლიმ „შახტარის" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 57-ე წუთზე ბონდარეკოზე საგოლე გადაცემაც გააკეთა. აზაროვი 74-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა კი, 1-3 მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილში 60 ქულით ლიდერობს.
საბერძნეთის სუპერ ლიგა გასავარდნი ჯგუფის მორიგ შეხვედრაში „ატრომიტოსმა" საშინაო შეხვედრაში 2-1 დაამარცხა „ასტერას ტრიპოლისი", თუმცა ამ დღეს, მასპინძელთა კარს კვლავ ლეფტერის ხოტეციოტისი იცავდა, ჩვენი ლუკა გუგეშაშვილი კი, მეორე თამაშია სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის სუპერ ლიგის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, ლუკას გუნდს კი, 40 ქულა აქვს, ლიგით დაქვეითება არ ემუქრება. ახლა, ქართველი ქომაგისთვის საინტერესო ისაა, დარჩენილ ტურებში მიეცემა თუ არა ქართველ მეკარეს შანსი და სათამაშო დრო.
რადგან საბერძნეთზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ვთქვათ რომ გუშინ, საბერძნეთის თასის ფინალში ლევან შენგელიას კრეტას „ოფი", „პაოკს" დაუპირისპირდა და დამატებით ტაიმში გატანილი გოლის წყალობით 2-3 გაიმარჯვა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის პირველი დამატებითი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ასე, რომ ლევან შენგელია, საბერძნეთის თასის 2025-2026 წლების სეზონის გამარჯვებულია.
პორტუგალიის ლიგაში ქართველებს არ სწყალობენ. გუნდის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია ნოდარ ლომინაძეს, რომლის „ეშტორილიც" დამარცხდა ოთო მამაგეიშვილის „ფარმალისაოთან 0-1. სხვათა შორის, განაცხადში ოთოც იყო, თუმცა, მოედანზე არც ის შესულა. ამ ტურის შემდეგ, „ფარმალისაოს" 51 ქულა აქვს და ცხრილის მე-5 ადგილზეა. „ეშტორილი" კი, 37 ქულით, მხოლოდ მე-10 ადგილზე.
პორტუგალიის ლიგაში, 5 თებერვლის შემდეგ, „სპორტინგის" შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა მოედანზე და ამასთან, ძირითადში დაიწყო თამაში გიორგი ქოჩორაშვილმა. 31-ე ტურის შეხვედრაში აფს-თან, ქართველმა გუნდში, ერთ-ერთი მაღალი შეფასება მიიღო. 61-ე წუთზე კი, მისი შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია. გიორგი 85-ე წუთზე შეცვალეს, „სპორტინგმა" კი, ამ თამაშის მოგება ვერ მოახერხა, ფრედ, 1-1 ითამაშა და ახლა 72 ქულით, მესამე ადგილზეა. თუმცა, „ქოჩორას" გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
სლოვაკეთი ნაიკის ლიგა ჩემპიონშიპის ჯგუფის ლუკა ხორხელის „ტრნავა", გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს" დაუპირისპირდა და 0-1 დამარცხდა. სხვადასხვა გუნდში მყოფი ქართველებიდან ტრნაველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება „კაშოს" ის ვლადიმერ ვაისმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „სლოვანი" 62 ქულით პირველ ადგილზეა და 7 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „დუნაისკა სტრედას", რომელთანაც უკვე მომავალ ტურში გახდება შესაძლებელი გახდება გაარკვიოს გახდება თუ არა, ბრატისლავური გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონი.
ესპანეთის ლა ლიგაში, მე-3 წუთზე გატანილი პენალტით გახსნა ანგარიში „ვილიარეალმა" „სელტა ვიგოსთან" საშინაო შეხვედრა, რომლის პირველი ტაიმიც საკმაოდ უხეში იყო. ამავე ტაიმში ეფექტური გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს, თუმცა, „ბომბარდირს", მიზნამდე ცოტა დააკლდა. 57-ე წუთზე ქართველს უკვე მეკარემ აუღო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჟორჟმა მეორე ტაიმში უკეთესად ითამაშა. ქართველი 85-ე წუთზე შეცვალეს, პირველ ტაიმში, მორენოსა და პეპეს გატანილი გოლების წყალობით კი, „ვილიარეალმა" 2-1 მოიგო და 65 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზეა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ორი გოლი გაიტანა და ორივე VAR-მა გაუუქმა გიორგი გულიაშვილს. ერთის, მე-7 წუთზე გატანილის მიზეზად თამაშგარე დასახელდა, მეორე შემთხვევაში 56- წუთზე ჯარიმა დაუფიქსირეს. „კეუტსთან", 37-ე ტურის მატჩში ქართველი 75-ე წუთზე შეცვალეს. მისმა სანტანდერის „რასინგიმა" კი, დღევანდელი შეხვედრა ფრედ 0-0 ითამაშა და ახლა, სატურნირო ცხრილში 61 ქულით 5 ტურით ადრე გათამაშების დასრულებამდე, კვლავ პირველ ადგილზეა და ძალიან ახლოს არის ლა ლიგასთან.
აქვე გეტყვით რომ ხვალ, ქართული ლეგიონიდან, კიდევ რამდენიმე გუნდის თამაშია ჩანიშნული.





ჩვენ








