
გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს ქართველებმა მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს. თუმცა, გერმანიამდე, ინგლისის ჩემპიონატს გადავხედოთ, სადაც „ლივერპულმა", ინგლისის პრემიერ ლიგაში ტრავმირებული გიორგი მამარდაშვილის გარეშე ითამაშა და 34-ე ტურის საშინაო შეხვედრაში „კრისტალ პალასი" 3-1 დაამარცხა. ქართველი მეკარის გუნდი, 58 ქულით მე-4 ადგილზეა.
ინგლისური თემატიკა რომ ამოვწუროთ, ინგლისი ჩემპიონშიპის 45-ე ტურის შეხვედრაც ვთქვათ - გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდმა" გასვლაზე „რივერსაიდ სთეიდიუმზე" ჩაატარა ადგილობრივი „მიდლსბროს" წინააღმდეგ და 5-1 განადგურდა. ქართველების გარეშე, რომლებიც სათადარიგო სკამზე აღმოჩნდნენ, პირველი ტაიმი, „უოტფორდმა" 2-0 წააგო. ბელგიელმა ედვარდ სტილიმ, ქართველებისთვის სათამაშო დრო, არც მეორე ტაიმში გაიტანა, სამაგიეროდ, მისმა გუნდმა კიდევ სამი გოლი გაუშვა და მხოლოდ, ერთის გატანა მოახერხა თავად. აღნიშნული ტურის შემდეგ და კონკრეტული ტურის დასრულებამდე, „უოტფორდი" 57 ქულით, მე-16 ადგილზეა.
ბუდუ დაბრუნდა! ქართველს, მეორე ტურია ზედიზედ გააქვს. გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძემ მე-3 წუთზე გაიტანა და „ჰაიდენჰაიმი", ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უშუალო კონკურენტის, „ზტ.პაულის" წინააღმდეგ დაპირისპირებაში, სწრაფი გოლით დააწინაურა. ბუდუმ საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქართველს კიდევ ჰქონდა რამდენიმე საგოლე შანსი. თუმცა, გოლი 82-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა ერენ დინქჩიმ გაიტანა. ბუდუ, ერენთან ერთად მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს. ქართველის გუნდმა კი, საბოლოოდ 2-0 გაიმარჯვა და 22 ქულა დააგროვა. ამით, „ჰაიდენჰაიმმა" „ზტ. პაულთან" 4 ქულამდე, „ვოლფსბურგთან" კი 3 ქულამდე შეამცირა. ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. ამ სამი ტურიდან „ჰაიდენჰაიმისთვის" იდეალური 9 ქულა იქნებოდა, თუმცა, ამ სამი თამაშიდან, ერთში ქართველის გუნდს „ბაიერნთან" უწევს დაპირისპირება, 2 მაისს. გუნდთან რომელიც განაღდებული ჩემპიონობის მიუხედავად, დარჩენილ თამაშებშიც არ აპირებს დაკარგოს ქულები.
ამავე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა" მორიგი ქულები დაკარგა. ამჯერად სახლში, „ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა, სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ და საბოლოოდ, 1-2 მოიგეს. ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 75-ე წუთზე გამოვიდა. ამ ტურის შემდეგ, „ჰამბურგი" სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაქვეითდა და 31 ქულით, ბოლოდან მე-5, მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონასაც მხოლოდ 5 ქულაღა აშორებს.
ბულგარეთის პირველი დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა ლაშა დვალის სოფიის „ცსკა 1948". ქართველის გუნდმა, გასვლით შეხვედრაში „ლუდოგორეცთან". აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა, რომლებმაც ანგარიში 8 წუთზე გახსნეს, პირველ ტაიმში ორჯერ დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს მასპინძელთა 77-მა ნომერმა ერიკ მარკუსმა კი მოახერხა მეორე გოლის გატანა, ანგარიშის გათანაბრება და დუბლთანაც ახლოს იყო, თუმცა, VAR-მა ეს გოლი გააუქმა და სტუმრებმა პირველი ტაიმი 1-2 მოიგეს. მეორე ტაიმში განსაკუთრებით „ლუდოგორეცის" მცდელობების მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ამასთან, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. 31 ტურის შემდეგ, „ცსკა -1948"-ს 62 ქულა აქვს, ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და 2026-2027 წლების სეზონის უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის შანსი აქვს.
იტალიის სერია B გიორგი კვერნაძის „ფროზინონე" 36-ე ტურის შეხვედრაში „კარარეზეს" დაუპირისპირდა და 3-0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და კარგი მატჩი ჩაატარა. თუმცა, 70-ე წუთზე ქართველი შეცვალეს. ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, კვერნაძის გუნდს, 75 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით მეორე ადგილზე. 75 ქულა აქვს „მონცასაც", რომელიც ქართველის გუნდს, გოლების შეფარდების მაჩვენებლის გამო უთმობს ერთით მაღალ ადგილს. შესაბამისად, დარჩენილ ტურებში, თუკი, „ფროზინონეს" ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე უნდა მომავალ სეზონში სერია A-ში დაწინაურება, დარჩენილ ორ ტურში ქულების მაქსიმუმი უნდა აკრიფოს. დარჩენილი ტურები კი, 1 მაისს, გასვლაზე „იუვე სტაბიას", ხოლო 8 მაისს, სახლში, „მანტოვას" წინააღმდეგ აქვს.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მ, გასვლით შეხვედრაში „ანჟეს" 0-3 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელია ბუნებრივია განაცხადში იყო, თუმცა, დემბელესა და დუეს მსგავსად ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. შეცვლაზე შევიდა ნუნუ მენდეში, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტრავმას ძლივს გადაურჩა. პარიზელებს რამოშიც გაუძევეს, თუმცა, ყველა ამ გარემოებას ხელი არ შეუძლია ლუის ენრიკეს გუნდს მორიგი 3 ქულა აეღო და სატურნირო ცხრილში „ლანსთან" 6 ქულიანი უპირატესობა შეენარჩუნებინა. შეგახსენებთ რომ ლიგა 1-ის დასრულებამდე 3 ტური და სწორედ „ლანსთან" გადადებული მატჩი დარჩა პსჟ-ს სათამაშო.
აი, საფრანგეთის ლიგა 2-ში კი, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტთან „ტრუასთან" საშინაო შეხვედრაში 0-3 დამარცხდა და ლიგა 1-ში დასაწინაურებელ რბოლაში ცხრილის პირველ ადგილზე მყოფ „ტრუას" 7 ქულით ჩამორჩა. თუმცა, ქართველის გუნდი, მეორე ადგილით, კვლავ ინარჩუნებს შანსს, ლიგა ერთში ფლეი-ოფის ფინალის გარეშე დაბრუნდეს - „სენტ ეტიენი", რომელიც 57 ქულით მე-3 ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლე მანის" ერთი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ქართველის გუნდს, დარჩენილი ორი მატჩი მოსაგები აქვს, ამასთან, „ლემანმა" უნდა წაიბორძიკოს.
სლოვაკეთის პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში დღეს, ქართველების „დერბი" შედგა. გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა" საშინაო შეხვედრაში სანდრო ნარიმანიძის „ჟილინას" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. სამიდან ორი ქართველი, გაგუა და ნარიმანიძე სასტარტო შემადგენლობებში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს, კაპანაძე კი, შეცვლაზე 59-ე წუთზე შემოვიდა. ამ ტურის შემდეგ, „დუნაისკა სტრედას" 55 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა. გათამაშებას კი, 59 ქულით გურამ კაშიას „სლოვანი" ლიდერობს, რომელსაც ერთი თამაშიც ნაკლები აქვს ჩატარებული.
ხვალ და ზეგ ქართული ლეგიონის კიდევ ერთი ნაწილი საკლუბო მატჩებს გამართავს. დღის ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენ შევაჯამებთ.





ჩვენ








