მარკოიშვილის „მონაკო“ ასპარეზობას აგრძელებს, თოკოს „ბარსა“ კი ევროლიგას გამოეთიშა
მარკოიშვილის „მონაკო“ ასპარეზობას აგრძელებს, თოკოს „ბარსა“ კი ევროლიგას გამოეთიშა
24.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს მონაკოში SALLE GASTON MEDECIN-ზე ევროლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფლეი-ოფის ბოლო საგზური გათამაშდა. ისე მოხდა, რომ ეს თამაში, საინტერესო კალათბურთის ქართველი გულშემატკივრისთვისაც ერთი მიზეზის გამო იყო. მასპინძელ „მონაკოს" შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი წვრთნიდა, „ბარსელონას" რიგებში კი, საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იცავდა. თავშივე გეტყვით, რომ თოკო, კატალონიელების შემადგენლობაში 19 მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო იყო. შენგელიამ, სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში და პირველ ტაიმში პარკეტზე 10:37 გაატარა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ქართველთა კაპიტანს 5 ქულა (ორიანი და სამიანი) ჰქონდა, 6 მოხსნასთან ერთად. „ბარსელონა" კი, პირველი ტაიმის შემდეგ,  49-35 (26-14, 23-21). შეხვედრის ამ მონაკვეთში მარკოიშვილის გუნდის სასარგებლოდ 17 ქულაც კი იყო. რეალურად მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ.


მეორე ტაიმის საწყის მეოთხედში კი, თორნიკე შენგელიას წყალობით, ანგარიშში სხვაობა დასკვნითი მონაკვეთის წინ 5 ქულამდე შემცირდა. კატალონიელებმა ამის გაკეთება, მესამე პერიოდის დასრულებამდე 20 წამით ადრე გააკეთეს. ზოგადად, ამ მონაკვეთში შენგელიას გუნდმა სერიოზული გაქცევა მოახერხა. მონაკვეთი კი 9-18 დასრულდა. თორნიკემ ეს მონაკვეთი შეუცვლელად ითამაშა, მისი გვარის გასწვრივ, მინდორზე გატარებული დრო 20:37 წუთი იყო დაფიქსირებული. ამ პერიოდში ქართველის ანგარიშზე 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 გადაცემა იყო დაფიქსირებული.


ბოლო მეოთხედში კი, სტუმართა გუნდს და მათ შორის ჩვენს კაპიტანსაც დაღლა დაეტყო. თუმცა, შენგელიამ ბოლომდე იბრძოლა ამ მონაკვეთში კიდევ 5 ქულა მიიმატა სათვალავში და საბოლოოდ, 14 ქულით დაასრულა ასპარეზობა. ამასთან, ქართველმა 7 მოხსნა, 3 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა" ამ მონაკვეთში რამდენჯერმე 6 ქულამდე მიუახლოვდა „მონაკოს", მანუჩარ მარკოიშვილს გუნდმა მოახერხა მეოთხედის (21-17) და თამაშის 79-70 (მატჩის სტატისტიკა) მოგება და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც „ოლიმპიაკოსს" შეხვდება. 


რაც შეეხება თოკოს და „ბარსელონას" მათ ევროლიგის მთავარი ტიტულისთვის საბრძოლველად ერთი სეზონი მოცდა მოუწევთ.