
სანაკრებო შესვენები შემდეგ ქალთა ლიგა მე-7 ტურით განახლდა. თამაშები ორ დღეზე იყო გადანაწილებული. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე-ლუსომ" თბილისში, მორიგი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილსა კვლავ, დამაჯერებლად და ქულადაუკარგავად ლიდერობს.
სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში „ვერემ" „ნიკე-ლუსოს" უმასპინძლა და 0-4 დამარცხდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშში სტუმართა უპირატესობითა და კარნახით წარიმართა. ვერელებმა რეალურად ერთხელ, პირველი ტაიმის 34-ე წუთზე სცადეს მეტოქის კარისთვის შეეტიათ, თუმცა, ყველაფერი საჯარიმოს მისადგომებთან დატოვა. თათია გაბუნია კი, რომელმაც კვლავ მშრალად მოახერხა კარის შენახვა, რეალურად ბურთს მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს შეეხო, განსხვავებით მისი კოლეგა თეკლე გულორდავასგან. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში მე-12 წუთზე იულია სლიასარჩიკის გადაცემის შემდეგ, სოლანჟე კარვალიაშმა გახსნა. 28-ე წუთზე, ჩინონიერემ მაკლინსმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ასუნსაო ტაისინიამ მესამედ აიღო მასპინძელთა კარი და რეალურად მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყვიტა. მეორე ტაიმში, მატჩის მიმდინარეობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ერთადერთი ანგარიში - 86-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, ხიმენამ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აქვე გეტყვით, რომ „ნიკე-ლუსოს" ტრავმის გამო ორი ფეხბურთელი თეონა ბაქრაძე და ირინა ხაბურზანია აკლდა.
სატურნირო ცხრილში „ნიკე-ლუსოს" ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ქალთა გუნდი „ლანჩხუთი" მისდევს, რომელსაც ამ ტურის შემდეგ, 18 ქულა აქვს. ლანჩხუთელებმა დღეს, გასვლითი მატჩი გამართეს ამბროლაურში და აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე „რაჭა 2020" მშრალი ანგარიშით 0-4 დაამარცხეს. ისევე, როგორც თბილისურ მატჩში „ნიკე-ლუსომ", აქაც, თამაშის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. ანგარიში, მე-19 ლია სიჭინავა გახსნა, დაახლოებით ერთ წუთიან მონაკვეთში, ჯერ 36-ე მასპინძლებმა ავტოგოლი გაიტანეს და 37-ე წუთებზე კი, ნათია დანელიამ მორიგ ჯერზე გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე გურულების ლეგიონერმა კამარგომ (46') საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 7 ტურის შემდეგ, დანელიას 11 გოლი აქვს გატანილი და ქალთა ლიგის ბომბარდირთა სიას უდგას სათავეში. ამ შეხვედრაში პრესტიჟის გოლის შესაძლებლობა მასპინძლებსაც ჰქონდათ, თუმცა, 52-ე წუთზე, გვანცა ძოწენიძემ 11-მეტრანი გააცუდა.
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, სადაც „ელიტამ" გათამაშების დებიუტანტ „თეთრიწყაროს" უმასპინძლა და 1-4 დამარცხდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 50-ე წუთზე ანა გრიგალაშვილმა გახსნა, 67-ე წუთზე კი, დიანა ბაქრაძემ სტუმრები უკვე ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. მეორე ტაიმის ბოლოს წინა ათწუთეული კი, ყველაზე დატვირთული გამოდგა. თბილისელებმა, ნინო აბულაძის გოლის წყალობით, 71-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს. თუმცა, 72-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა კარინე იეღიანმა კვლავ აღადგინა სტუმართა ორბურთიანი უპირატესობა, 76-ე წუთზე კი, ანა გობრონიძემ ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ფრედ, 1-1 დასრულდა პრინციპული შეხვედრა ძველ მეტქოეებს შორის. ბათუმში, ანგისაზე გამართულ „ბათუმისა" და „კვარტალის" მატჩში, საკმაოდ მძიმე მოედნის საფარზე გოლები პირველ ტაიმში გავიდა. თამაშში, რომელიც გარდამავალი უპირატესობით, თუმცა, ბათუმელთა კარნახით წარიმართა, ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა მასპინძლებს უკვე მე-5 წუთზე ჰქონდათ, თუმცა, თბილისელებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს. 25 წუთზე ხატია ჭყონიას მცდელობა ანგარიში გაეხსნა, სწორედ, მინდვრის საფარმა შეაბრკოლა, თუმცა, იმავე ეპიზოდის გაგრძელებისას, სტუმართა კარგი, აჭარული გუნდის გოლეადორმა თათია შაინიძემ აიღო და მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, მალევე, 31-ე წუთზე სტუმართა კუთხურს, მასპინძელთა ავტოგოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმში, ანგარიში აღარ შეცვლილა.
ტური კი, ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „მართვესა" და სოხუმის „დინამოს" დაპირისპირებით დაიწყო. მასპინძლებმა ანგარიში მე-3 წუთზე სწრაფი გოლით გახსნეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მანონო საღარაძის ეს გოლი, ამ თამაშის შედეგისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. „მართვემ" 1-0 მოიგო და 7 ტურის შემდეგ, ცხრილში, 11 ქულით, მე-5 პოზიცია გაიმყარა.
ქალთა ლიგის მომდევნო მე-8 ტური 28 აპრილს არის დაგეგმილი.
ფოტო: ქსკ "ნიკე-ლუსო"





ჩვენ








