
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის გამოტოვებული, 26-ე ტურის შეხვედრა გამართა პარკ დე პრენსზე და გასავარდნ ზონაში მყოფი „ნანტი" 3-0 დაამარცხა. მე-10 წუთზე ხელით თამაშის გამო, სტუმრებში კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ და ამ შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა. გოლი 13-ე წუთზე გავიდა, რადგან მანამდე VAR-მა იმუშავა. 24-ე წუთზე VAR-ი კიდევ ერთხელ ჩაერთო თამაშში და ამჯერად პსჟ-ს კარში გატანილი გოლი გააუქმა. ამის შემდეგ 37-ე წუთზე კი, ჰაკიმის გადაცემის შემდეგ დეზირე დუემ გაიტანა და პარიზელებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. 50-ე წუთზე „კვარამ" დემბელეს გადაცემის შემდეგ დუბლი გაიფორმა. ზოგადად ეს გოლი, ამ ორი ფეხბურთელის შექმნილი იყო. ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი, რომელიც 66 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, უშუალო მდევარს „ლანსს" უკვე ოთხი ქულით უსწრებს. აქვე გეტყვით, რომ ორივე გუნდს თითო თამაშით ნაკრები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ქართველს, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 25 მატჩი აქვს ჩატარებული სადაც 7 გოლი აქვს გატანილი, 4 საგოლე გადაცემასთან ერთად. ზოგადად სეზონში „კვარას" ანგარიშზე 42 შეხვედრაში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. მთელი სეზონის განმავლობაში უმაღლესი დონის ფეხბურთელი, არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პიროვნული თვისებებით და ხასიათითო, ასე შეაფასებს ლუის ენრიკე ქართველს, რომელის გუნდმაც „ლიონთან" განცდილი დაუგეგმავი მარცხის შემდეგ, ამ თამაშით ხასიათი დაიბრუნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ოთარ კიტეიშვილიც, რომლის გრაცის „შტურმმაც" საშინაო კედლებში საბოლოოდ 9 ფეხბურთელით დარჩენილ „ლასთან" ქულა 77-ე წუთზე ქართველის გატანილი 11-მეტრიანის შემდეგ გადაარჩინა. პენალტი კი, შეცვლაზე, 66-ე წუთზე შემოსულმა გიზი მამაგეიშვილმა გამოიმუშავა, რომელმაც მინდორზე შემოსვლიდან ზუსტად ერთ წუთში მოწინააღმდეგე გუნდის ამერიკელ სამუელ ადენირანის წითელი ბარათი აჰკიდა. ამ მომენტის შემდეგ, „ლასკი" 9 კაცის შემადგენლობით დარჩა. თუმცა, მანამდეც, გრაცელები, დაახლოებით მე-18 წუთიდან მინდორზე მეტნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, „შტურმა" სრული სათამაშო უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 52-ე წუთზე ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს მოზეს უსორიმ შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში 29 ქულით გრაცის „შტურმი" ლიდერობს. სეზონის ბომბარდირთა დავას კი, „კიტე" უდგას სათავეში 14 გატანილი გოლითა და სამი საგოლე გადაცემით.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ, თუმცა უკვე დღეს, ესპანურ ლალიგაში „ბომარდირი" შეეცდება, ნაკრებში თანაგუნდელების მარათონი ატაცოს, რადგან უქმეები ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკლუბო შეხვედრებს კიდევ უფრო მეტი ქართველი ჩაატარებს.





ჩვენ








