
21 და 22 აპრილს საქართველო ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტური გაიმართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა თბილისში მიხეილ მესხი 2-ზე ეროვნული ლიგის დებიუტანტი „სპაერი" 0-2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 17 ქულით ლიდერობს. ამასთან 4 ქულით უსწრებს გორის „დილას", რომელმაც წარუმატებელი სტარტის შემდეგ იპოვა ძალა და 8 ტურის შემდეგ, ცხრილის მეორე საფეხურზეა 13 ქულით.
ტური კი, თბილისში, „დინამო არენაზე" საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისა და „გაგრას" დაპირისპირებით დაიწყო, სადაც მასპინძლები ერთი გადაუჭრელი დილემის წინაშე დგანან - ფლობენ ბურთს, აკონტროლებენ თამაშს, თუმცა გოლი ვერ გააქვთ და უკეთეს შემთხვევაში მატჩს ფრედ ასრულებენ. თუმცა, დღეს დინამოელებმა წააგეს 52-ე წუთზე ლუკა კეკელიძის გატანილი გოლით და 57-ე წუთზე დინამოელთაგან ჰალიდ დოლტმურზიევის საპასუხო და არჩათვლილი გოლით. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, აღნიშნული გოლი მსაჯთა კორპუსში მაინც გახდება მსჯელობის საგანი - ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებით კი, მსგავსი გოლები ევროპულ სტადიონებზე ბევრი გადის და არათუ ჩათვლილა, გადასახედიც კი არ გამხდარა. ისევე როგორც წინა წლებში, თუნდაც თბილისელთა კარში გასულები იდენტური გოლები... მოკლედ, თემაზე, სადაც მედალს ორი მხარე აქვს, აქ აღარ შევჩერდები, ფაქტია, რომ დინამოელთა ამ მარცხს, კლუბის სამწვრთნელო შტაბში ცვლილება მოჰყვა. დინამოელთა აწ უკვე ყოფილ მწვრთნელთან, ლადო კაკაშვილთან სატელეფონო ლაპარაკში, კაკაშვილმა გუნდიდან წასვლა დაგვიდასტურა. ჩვენი და Geo Team-ის ინფორმაციით კი, მას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ქართული ფეხბურთის ლეგენდა, თემურ ქეცბაია ჩაანაცვლებს, რომლისთვისაც თუკი, მსგავსი კონტრაქტი გაფორმდა, იქნება სიახლე ქეცბას საკლუბო-სამწვრთნელო კარიერაში. სადებიუტო შეხვედრა კი, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, თემოს, 25 აპრილს წყალტუბოს „სამგურალის" წინაშე მოუწევს. ბუნებრივია თემურის თემას, ჩვენ მომავალშიც დავუბრუნდებით. მანამდე კი, „დინამო თბილისმა" 0-1 წააგო და „გაგრამ" მინიმუმ ერთი ტურით, სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს.
ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. იმერულ დერბიში „ტორპედომ", წყალტუბოს „სამგურალს" გადაურბინა და ალბათ, რიგ მომენტებში რომ ცოტა უფრო გამართლებოდათ, გოლების რაოდენობა ექვსზე მეტი იქნებოდა. ანგარიში კი ამ შეხვედრაში მე-8 წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ, კომნენ ანდრიჩმა გაიტანა, რომელმაც მეორე ტაიმში (55') დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მანამდე, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში გიორგი არაბიძემ გაიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, დიეგო დეისაძის გადაცემით, ალეკო ბასილაძემ გაიტანა (47'). გოლების რაოდენობაც რომ არ ყოფილიყო ასეთი ბევრი, იმერულ დერბიში, დღეს, წყალტუბოელები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ. მე-80 წუთზე, შერიფის გოლის შემდეგ, როდესაც ანგარიში 5-0 გახდა, შეიძლებოდა თამაშიც დამშვიდებულიყო, თუმცა, წყალტუბოელებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, 84-ე წუთზე ნიკო ცეცხლაძის გადაცემის შემდეგ, გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ, ქუთაისელთა კაპიტანმა, ლადო მამუჩაშვილმაც გაიტანა და საბოლოო შედეგი 6-1 დააფიქსირა. ამ ტურის შემდეგ „ტორპედომ" 11 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე ამოვიდა.
მშრალი ფრე, 0-0 დაფიქსირდა წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, სადაც ეროვნული ლიგის დებიუტანტი ტყიბულის „მეშახტე" ამ სეზონში საშინაო შეხვედრებს ატარებს. ლადო ბურდულის გაწვრთნილი გუნდი „რუსთავს" დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა მცირე სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა, გუნდები საბოლოოდ ყაიმით დაშორდნენ ერთმანეთს.
მე-8 ტურის წინ, ჩემპიონატის დებიუტანტ „სპარესა" და „იბრია 1999"-ს შორის სატურნირო ცხრილში სხვაობა მხოლოდ 3 ქულა იყო, თუმცა, გუნდების დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ, ჩემპიონმა ეს სხვაობა, კონკრეტულად „სპაერთან" 6 ქულამდე გაზარდა. შეხვედრა გამოცდილი „იბერია 1999-ის კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა, „სპაერიც" რიგ მომენტებში მწარედ იკბინებოდა. მოვლენები ამ შეხვედრაში პირველ ნახევარ საათში განვითარდა - მე-9 წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემით, გიორგი კუციამ გაიტანა. „იბერია 1999"-ის მაისურით ეს კუციას სადებიუტო გოლი იყო. მე-17 წუთზე ბაქარ ქარდავას გადაცემით, ამირან ძაგანიამ გაიტანა. სტუმრები ორი გილით დაწინაურდნენ, თუმცა, მალევე, გუნდის საკვანძო მოთამაშე გურამ გოშთელიანი შესაცვლელი მოუხდათ. „გოშთელა" შესვენებაზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს გამოკვლევაზე, მის გარეშე კი, მეორე ტაიმში გუნდი აირია. „იბერიამ" ბევრი შანსი გაანიავა და ალბათ, მასპინძლებს ცოტა მეტი იღბალი, რომ ჰქონოდათ, მინუმუმ ერთ გოლს გაქვითავდნენ. „იბერია 1999"-მა 0-2 მოიგო.
ტურის ბოლო შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა. „დილამ" ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა და ლაშა მენთეშაშვილის მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი აჭარული კლუბი კაცნაკლული დარჩა გორელებმა ანგარიში გაზრდა ვერ მოახერხეს. შეხვედრა კი, 1-0 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ.
ეროვნული ლიგის მომდევნო ტური, 25, 26 და 27 აპრილს არის ჩანიშნული
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








