ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და 301-ე ტრავმა, რომელმაც ყველა დაგვაფიქრა
ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და 301-ე ტრავმა, რომელმაც ყველა დაგვაფიქრა
18.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის ჩემპიონატის მორიგი, მესამე საასპარეზო დღე ქართული გუნდისთვის მორგი მედლებით დასრულდა, აქედან ერთი ოქრო, ხოლო მეორე შეიძლება ყოფილიყო იქრო. თუმცა, ფაქტია, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და იმავე წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული რუსი ტიმურ არბუზოვი, ქართველი ტატო გრიგალაშვილისთვის უხერხულ მეტოქედ და სერიოზულ თავსატეხად იქცა, რასაც აუცილებლად, დღის შეჯამებისასა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანის ნათქვამს თუ დავეყრდნობით, გახდება სამწვრთნელო შტაბისა და სპორტსმენის მხრიდან ერთობლივად ამოსახსნელი და გადასაჭრელი. ისევე, როგორც „წონის საკითხი", რომელიც ტატოსთვის ბოლო წლის მანძილზე ერთგვარი პრობლემა იყო.


თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით - დღეს ევროპის ჩემპიონატის მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. გოგონებმა -70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს. მარიამ ჭანტურია პირველივე წრეში გამოეთიშა ჩემპიონატს. აი, ნინო გულბანს კი, მეორე ეტაპზე ცოტა დააკლდა, რომ ასპარეზობა გაეგრძელებინა.


კარგად დაიწყეს ბიჭებმა. -81 კგ წონით კატეგორიაში სამგზის ევროპის ჩემპიონმა (2020, 2022, 2024) და ორგზის ვიცე-ჩემპიონმა (2023, 2025) ტატო გრიგალაშვილმა ევროპის 2026 წლისვიცე-ჩემპიონობამდე ჯერ ავსტრიის სახელით მოასპარეზე მაგამედ ბორჩაშვილი, ბერძენი არის ზარაგკასი, ფინელი ეეტუ იჰანამაკი და აზერბაიჯანელი ზელიმ ტცკაევი დაამარცხა. ზოგადად, ქართველმა ბადე და 1/2 ფინალი საკმაოდ მძიმედ და იუკოების ხარჯზე გაიარა, ფინალში კი, არბუზოვმა, რომელმაც მოგვწონს თუ არა მისი ქვეყნის დროში ფერები, ბადე ერთ ამოსუნთქვაზე „გრიგალივით" გაიარა (ეს თვისება ძირითადად ახასიათებს და ჩვენც ძალიან მოგვწონს ტატო გრიგალაშვილს, თუმცა, დღეს ქართველის ასპარეზობისას ეს ნაპერწკალი არ იგრძნობოდა) და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. ტატოს კი, მესამედ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ერგო.


-90 კგ წონით კატეგორიაში ახლოს ვიყავით ქართულ ფინალთან, თუმცა, ლაშა ბექაური 1/2 ფინალში, ამ წონაში, ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მოასპარეზე სერბ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა, სადაც ფრანგ ნგაიპ ჰამბოუს დაუპირისპირდა და საბოლოოდ დამარცხდა. ბრინჯაოს ფინალამდე, ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ყველა შეხვედრა იპონით მოიგო - ჯერ იტალიელ კომი ბედელთან, შემდეგ, მოლდოველ მიხეილ ლატიშევთან და ბელარუს იარორ ვარაპაიეუსთან. აღსანიშნავია, 1/8 ფინალში ლატიშევთან შეხვედრისას ლაშა ბექაურმა მხრის კუნთი დაიზიანა. დღევანდელი დღის შეჯამებისას ლაშა გუჯეჯიანიც და ჩვენთან ლაპარაკში ქართული სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები იტყვიან რომ „301-არაგველს" ექიმები, საბოლოო ვერდიქტს, მხოლოდ რამდენიმე დღის  შემდეგ გამოუტანენ. მანამდე კი, ქართველმა „დატეიპებულ" მარჯვენა მხრით, ფინალამდე, ორი ბრძოლა ჩაატარა, ერთი ბელარუსთან, რომელიც იპონით მოიგო და ამის შემდეგ, 1/2 ფინალი, რომელშიც ბექაური სერბ ნემანია მაიდოვთან ბოლო წამზე იპონით დამარცხდა. ბრინჯაოს ფინალამდე, იყო კითხვის ნიშნები ზემოთხსენებული ტრავმის გამო, გამოვიდოდა თუ არა ტატამზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონო. თუმცა, ლაშას, როგორც ჩანს ამ თემაზე ბევრი არ უფიქრია - გამოვიდა 300 არაგველს მიძღვნილ სიმღერის ჰანგებსაც აჰყვა და 24 წლის ფრანგთან ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ამ ჯერზე, დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ლაშას ტრავმა არ იქნება სერიოზული და ქართველი ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლაში, ულან-ბატორი დან ჩაებმება.


დღის ბოლოს, ლუკა მაისურაძე, 18 აპრილის შემდეგ, უკვე ორგზის ევროპის ჩემპიონი იტყვის, რომ თბილისში გამარჯვება განსაკუთრებულად მნიშნელოვანი იყოო - „წაგების შანსი არ მქონდა, ამ ხალხს დღეს, საქართველოს ჰიმნი რომ არ მოესმინა, აქედან როგორ გავიდოდი არ ვიციო". ჩემპიონობამდე ლუკამ ისრაელის წარმომადგენელი რიმ ფრიდმან ზილბერშტეინს, სერბ ისლამ სოგენოვს, ბულგარელ ივაილო ივანოვსა და რუმინელ ალექს კრეტს სძლია. დღის ბოლოს, ქართველი ჯუდოკა, მათ შორის ფინალურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით იტყვის, რომ მისთვის დღეს მთავარი იყო მოგება და არა ის, თუ რა გდებით მოიგებდა ამ შეხვედრებს.


თანაგუნდელის დამმარცხებელ სერბთან, შეხვედრის ძირითადმა დრომ ვერაფერი გადაწყვიტა. შესაბამისად შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. აქ კი, ლუკამ ვაზარის აღება მოახერხა და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ, პირველად, ევროპის ჩემპიონობა 2022 წელს იზეიმა. მანამდე ლუკა 2019 და 2020 წლებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი იყო.


ხვალ, 19 აპრილს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეა - მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშება, საიდანაც ჩვენები სამ წონაში შეეცდებიან მათ მოგებას: -100 კგ ილია სულამანიძე, +100 კგ გურამ თუშიშვილი და +78 კგ სოფო სომხიშვილი იასპარეზებენ.