19-წლამდე გოგოებმა შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა მოიგეს
19-წლამდე გოგოებმა შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა მოიგეს
17.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები 1-3 დაამარცხა და ჯგუფში 3 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.


დღევანდელ შეხვედრაში, ანგარიში მეტოქეებმა მე-5 წუთზე 11-მეტრიანით გახსნეს. თუმცა, მე-9 წუთზე კუთხურის შემდეგ, ლოლოტა კალოიანმა გაათანაბრა. ტაიმის შუაში, დაახლოებით 5 წუთიან მონაკვეთში აზერბაიჯანელ მეკარეს ორჯერ მოუხდა თამაშში ჩართვა.  ჯერ ნათია ჯოჯუას აუღო, შემდეგ კი, მარიამ გასანოვას. თუმცა, ამის შემდეგ, ნათია ჯოჯუას კიდევ ერთ მცდელობას ვეღარაფერი უშველა და ჩვენი ნაკრები 25-ე წუთზე 1-2 დაწინაურდა. სტაბილურად ძლიერი თამაში ჩაატარა ანანო წიქარიძემ, რომელმაც ბევრი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა 83-ე წუთზე აზერბაიჯანელთა კარი მესამედ აიღო. სხვათა შორის, ხორვატიასთან მიღებული წითელი ბარათის გამო დღევანდელი მატჩი მარიამ შოშიტაშვილმა გამოტოვა.


დიდი სათამაშო უპირატესობისა, რომელსაც საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მთელი თამაშის მანძილზე ფლობდა (იხილეთ სტატისტიკა), რასაც ამავდროულად, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აზერბაიჯანელთა რიგებიდან გაძევებული ფეხბურთელიც დაემატა, ჩვენმა ნაკრებმა კარგად ისარგებლა და თამაშისთვის დამატებულ დროში კიდევ ერთხელ გაიტანა.


11-დან 17 აპრილის ჩათვლით, ლალე დავითაშვილის შემადგენლობაში იყვნენ -  მეკარეები: სალომე ხაჭაპურიძე („ნორჩები"), ნინო მეტრეველი („დ10 აკადემია");  მცველები: ნინი ვეკუა („ნორჩები"), ლოლიტა კალოიანი („ნიკე-ლუსო"), მარიამ შოშიტაშვილი („კვარტალი"), ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო"), მარიამ კაკულია („ვერე"); ნახევარმცველები: ანი დავითულიანი („ვერე"), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ნათია ჯოჯუა („ელიტა"), ნინი ყვავაძე („რუსთავი"), ანა საღირაშვილი („ნორჩები"), ნინო გობაძე („თეთრიწყარო"); თავდამსხმელები: მარიამ გოგოლაძე („დინამო", სოხუმი), ანანო წიქარიძე („კვარტალი"), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო"), მაკა ფცქიალაძე („რუსთავი").


აქვე გეტყვით,  რომ შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები ჩეხეთთან 0-5, ხოლო მეორეში ხორვატიასთან 4-0 დამარცხდა. ჯგუფიდან კი, 2026-2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ხორვატიის 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ყველა თამაში მოიგო და ჯგუფში ქულების მაქსიმუმი დააგროვა.