
ხვალ, 18 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის C4 ჯგუფის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრას გამართავს ფარერის კუნძულების ქალთა ნაკრებთან. ირის ანტმანის გუნდი, რომელმაც სფფ-ის ტექნიკუ ცენტრ „ავაზაზე" ათდღიანი შეკრება გაიარა, უკვე მეორე დღეა ფარერებზე იმყოფება და უშუალოდ მასპინძელ ქვეყანაში აგრძელებს მზადებას მომავალი თამაშისთვის.
ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში აპრილის შეხვედრისთვის ნაკრების შემადგენლობაში არიან - მეკარეები: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი"); მცველები: თამარ ტატუაშვილი („მაკაბი ხოლონი", ისრაელი), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი", საბერძნეთი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ნათია წოწერია („ბათუმი"), ლიზი მწყერაშვილი („ლანჩხუთი"), მარიამ კაპანაძე („ბათუმი"), გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი); ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა პავლიაშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანანო მიქაბერიძე („კვარტალი", თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა პრაღა", ჩეხეთი), მაიკო ბებია („იუქსექოვასდორი", თურქეთი), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა ჩემინავა („ჰაპოელ თელ-ავივი", ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე („ლანჩხუთი"), თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი).
დღეს, ჩვენი ნაკრები პროტოკოლით გათვალისწინებულ მატჩს წინა ვარჯიშს მასპინძელ სტადიონზე TórsvøllurTórshavn-ზე გამართავს.
ჩვენი ინფორმაციით შემადგენლობაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სავარაუდოდ, გრძელი, თითქმის 18 საათიანი მგზავრობის შემდეგ, უკვე დასვენებულიც. აქვე გეტყვით, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ივარჯიშა და გუნდთან ერთად, ფარერებზეა ანა ჩემინავა. აქვე გეტყვით, რომ ამ შეკრებაზე ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო თეონა ბაქრაძე და ტატა მატვეევა დააკლდებათ.





ჩვენ








